დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
სკოლამდელები-ჩვენი მომავალი
პეტიცია
ჩვენ, ბაგა–ბაღის განთავისუფლებული დირექტორები, ბაგა–ბაღების განთავისუფლებული თანამშრომლები, აღმზრდელები, მშობლები განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, თავს ვალდებულად ვთვლით, გამოვხატოთ ჩვენი მკაფიო პოზიცია ბოლო პერიოდში ბაგა–ბაღების დირექტორების და თანამშრომლების მასიურად დათხოვნასთან დაკავშირებით.
მიგვაჩნია, რომ ბაგა–ბაღების დირექტორების და თანამშრომლების მასიური დათხოვნა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებს.
ვაღიარებთ დისკრიმინაციის დაუშვებლობას, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, აქტიურად ადევნონ თვალი მიმდინარე პროცესებს, არ დაუშვან სკოლამდელი აღზრდის სისტემის პოლიტიკაში ჩართვა და არ დაუშვან სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს უხეში ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში! მოახდინონ რეაგირება ყველა ფაქტზე, რომელიც დაარღვევს ადამიანის უფლებებს.