საკონტაქტო ინფორმაცია
ნუ გამწირავ შიმშილისთვის !

საჭიროა 6918 ხელმოწერა

82
7000
ადრესატი:
  • შპს აჭარა ჯგუფი და ყველა სხვა კერძო დამსაქმებელი ! ! !
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა

ნუ გამწირავ შიმშილისთვის !

COVID19-ის გამო გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით მინიჭებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები შეუზღუდა - მათ შორის შრომის თავისუფლება. ა/წ 21 მარტიდან შეწყვეტილია სამუშაო პროცესები. უამრავი სამსახური დაიხურა და მრავალი ადამიანის შემოსავალი შეჩერდა. მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმას აქვს ბევრი ხარვეზი! კერძო სტრუქტურებმა კი შექმნილი ვითარებით ისარგებლეს და კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით გაანთავისუფლეს უამრავი დასაქმებული, მარტის თვის ხელფასი კი დაგვიანებით აპრილში ჩაურიცხეს რის გამოც ათასობით უმუშევრად დარჩენილი მოქალაქე მიზნობრივი სოციალური დახმარების გარეშე რჩება.

  1. მთავრობის მიმართ ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა კომპენსაცია მიიღონ იმ ადამიანებმაცვისაც კომპანიებმა (გამიზნულად თუ ...) მარტის თვის ხელფასი დაგვიანებით ჩაურიცხა აპრილში !
  2. მიუხედავად იმისა, მიენიჭება თუ არა მოქალაქეს დასაქმებულის სტატუსი საგანგებო მდგომარეობის შემდგომ, COVID19 -ის კრიზისიდან გამომდინარე, მოვითხოვთსახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეებისგან ნაშოვნი თანხით 6 თვის მანძილზე 1200 ლარი სრულიად აუნაზღაურდეს ყველასყოველგავრი შერჩევითი სამართალის გარეშე !
  3. სახელმწიფოს მიერ პირველი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სრულიად აიღოს ყველა იმ კომპანიამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ვის გამოც დროებით უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ვერ ისარგებლებენ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ისედაც უმნიშვნელოდ მცირე კომპენსაციით !

მივმართავთ საქართველოს მთავრობას და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებს საჭირო სამინისტროებთან და ორგანოებთან თანამშრომლობით, შეიმუშავონ სპეციალური გეგმა, რომლის განხორციელების საშუალებითაც უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული იქნება უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარება და ამავდროულად აღმოფხვრას ანტიკრიზისულ გეგმაში არსებულ ყველა ის ხარვეზი რომელიც ხალის მასხრად აგდებას ემსახურება.