საკონტაქტო ინფორმაცია
აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა! Ban Russians Entering Georgia

საჭიროა 9993 ხელმოწერა

7
10000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა! Ban Russians Entering Georgia

"სტრატეგია აღმაშენებელი" გამოდის ინიციატივით, აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და სხვა ქვეყნების მსგავსად. აკრძალვა არ უნდა შეეხოს ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებს. ამასთან რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოში საზღვრის გადმოკვეთა დასაშვები იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მასობრივად დაიწყო რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში და მათი რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. განსაკუთრებით გაიზარდა ნაკადი რუსეთის ხელისუფლების მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და მშვიდობის უზრუნველყოფას. 

განსაკუთრებით საგანგაშოა, 6 სექტემბერს ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებული "საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია". ახალ კონცეფციაში ხაზგასმულია, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხი.

აქამდე რუსეთს საკუთარი აგრესიული საოკუპაციო სტრატეგიის და საომარი მოქმედებების საბაბად არაერთხელ აქვს გამოყენებული ე.წ. "რუსულენოვანი და რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა". სწორედ ასე მოხდა 2008 წელს საქართველოზე თავდასხმის დროს, 2014 წელს უკრაინაზე თავდასხმის დროს და 2022 წელს კვლავ უკრაინაზე თავდასხმის დროს, რასაც შედეგად საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია მოჰყვა.

საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ და გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია, პეტიციაში მითითებული აკრძალვების ამოქმედდება

გთხოვთ ხელი მოაწეროთ პეტიციას.

გთხოვთ გაითვალისწონოთ, რომ პეტიცია ხელმოწერილად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც თქვემს მიერ მითითებულ მეილზე გამოიგზავნება დადასტურების შეტყობინება და დაადასტურებთ.

 

"Strategy Aghmashenebeli" takes the initiative to ban the entry of Russian citizens into Georgia, taking into account examples of other countries like Lithuania, Latvia, and Estonia. The ban should not apply to Russian citizens of Georgian origin. Crossing the border from Russian territory to Georgia should be allowed for Georgian citizens.

After Russia attacked Ukraine, Russian citizens began to enter Georgia, and by now their number approached a critical limit. The flow increased especially after the announcement of military mobilization by the Russian authorities. The current situation threatens the national interests of Georgia and the security of our country.

The "new concept of Russia's humanitarian policy abroad" approved by Vladimir Putin on September 6 is alarming. The concept emphasizes that in relations with Latvia, Lithuania, Estonia, Georgia and Moldova, the issue of protecting the rights of the Russian-speaking population will be taken into account.

So far, Russia has repeatedly used the so-called -"Protecting the interests of Russian-speaking individuals, as well as of Russian citizens". This happened during the attack on Georgia in 2008 and during the attack on Ukraine in 2014 and 2022, which resulted in the occupation and annexation of the territories of Georgia and Ukraine.

Based on the national interests of Georgia, we consider it an urgent necessity to implement the prohibitions specified in the petition.

Please sign the petition.