საკონტაქტო ინფორმაცია
მე-9 კლასამდე სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლებისთვის, ვისაც  სამუშაო ეწყება 9 საათზე, ერთსაათიანი შეღავათის მიცემის შესახებ

საჭიროა 24987 ხელმოწერა

13
25000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

მე-9 კლასამდე სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლებისთვის, ვისაც სამუშაო ეწყება 9 საათზე, ერთსაათიანი შეღავათის მიცემის შესახებ

საჯარო მოსამსახურეთათვის, რომლებსაც ყავთ ბაღის ან სასკოლო ასაკის შვილები და უწევთ მათი სასწავლო დაწესებულებებში ტარება, სამუშაოს დაწყების დროდ, ნაცვლად 9 საათისა განსაზღვრულია 9:30 სთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს დრო არასაკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა, რომელიც მუშაობს სამუშაო ადგილიდან მოშორებით, დღევანდელი საცობების პირობებში ნახევარ საათში მოასწროს 9 საათიდან (ანუ იმ დროიდან როცა იწყება სკოლა და სახელმწიფო ბაღი) 9:30-მდე სამსახურში მისვლა, რაც მოსამსახურეს პრობლემებს უქმნის სამუშაო ადგილას. ეს კი უსამართლობაა, ვინაიდან აღნიშნულ დროში ქალაქის ერთი ბლოდან მეორეში გასვლა აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს და შესაბამისად, ამგვარი მოთხოვნაც არის არაგონივრული. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვ პარლამენტმა შეიტანოს ცვლილება შრომის კოდექსში და ზემოხსენებულ პირებს (ანუ მათ, ვისაც ყავთ მე-9 კლასამდე სასკოლო ასაკის შვილები და უწევთ მათი ტარება სასწავლო დაწესებულებებში) განუსაზღვროს ერთსაათიანი შეღავათი სამუშაოს დაწყების დროსთან დაკავშირებით (იმ შემთხვევაში, როცა სამუშაოს დაწყების დროდ განსაზღვრულია 9 სთ). აღნიშნული შღავათი უნდა ვრცელდებოდეს არა მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის, არამედ არასამთავრობო და კერძო სექტორში მომუშავე პირებისათვის.