საჭიროა 9992 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
აიკრძალოს ელექტრო სკუტერები!
ველოსიპედით გადაადგილებისას დამეჯახა ავტობუსის ზოლში, საწინააღმდეგო მხარეს მომავალი ელექტრონული სკუტერი (scroll). მივიღე დაზიანებები და ტვინის შერყევა, ასევე მძიმე ტვინის შერყევით და თავის ტრავმით დაზიანდა სკუტერის მძღოლიც, რის გამოც დასჭირდა ათეულობით ნაკერი!
მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც ველოსიპედის ზოლში ან სხვა ველოსიპედისთვის დასაშვებ სამოძრაო არეალებში საწინააღმდეგოდ მომავალი სკუტერის გვერდის ავლას ვცდილობ, - ხშირ შემთხვევაში ზედ შემდგარი 2 ადამიანით, ხანდახან მცირეწლოვნებით და ასე შემდეგ... - ესეთი სერიოზული ინციდენტი პირველად შემემთხვა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემედგინა პატიცია თანამოაზრეებისთვის!
საყურადრებოა, რომ არ არსებობს ელ. სკუტერების არანაირი რეგულირების ჩარჩო, მათ შორის, არც პარკირების სტანდარტი და უსაფრთხოების წესები! გაჩერებული სკუტერები მოფენილია ქალაქის ყველა წერტილში, მათ შორის გზებზე, ავტობუის ზოლებში, ველო- ბილიკებზე, ტროტუარებზე. მოძრაობისას კი ის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კანონმორჩილად მოძრავ, გამოცდლი ველოსიპედისტებს, ასევე მანქანებს და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე ქვეითებს. აღნიშნული სკუტერი შეიძლება ავითარებდეს 25 კმ/სთ სიჩქარეს, ხოლო მისი წონა 20 -დან 70 კილოგრამამდე იყოს, რაც ძალიან სახიფათოა.
მოვითხოვოთ, რომ სრულად ავკრძალოთ ან მკაცრად დავარეგულიროთ აღნიშნული ტრანსპორტი დედაქალქში,
ისე როგორც ეს ბევრ დასავლურ ქალაქშია!
სკუტერები ყოველ დღე რისკავს ადამიანების ჯანმრთელობას და გარკვეულ შემთხვევებში მათ სიცოცხლესაც კი!