საჭიროა 199 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
დაეხმარეთ მწერლებს!!! ქალაქ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
კორონავირუსის გავრცელებისა და მსოფლიო პანდემიის გამო, საქართველოში დღეს უამრავი მწერალი დარჩა სამსახურისა და შემოსავლის გარეშე. ბევრ მათგანს ლუკმა-პურის ფული არ გააჩნია და შიმშილის ზღვარზეა!
მწერლები გააერთიანა გასაჭირმა და ისინი საკუთარი ძალებით ეხმარებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს არასაკმარისია, რადგან ძალიან მძიმეა რეალობა.
ვთხოვთ შესაბამის სამსახურ(ებ)ს, ქალაქ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაეხმაროს მწერლებს!!!
სახელმწიფო ბიუჯეტიდან წიგნიერების, განათლების, ლიტერატურის ხელშეწყობა- განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტების და ღონისძიებების ნაწილი, კორონავირუსთან
დაკავშირებული მოვლენების გამო, სამწუხაროდ ჩაიშალა და წელს ვერ განხორციელდება.
ჩვენი ინიციატივაა, კულტურის, ლიტერატურისათვის გამიზნული სახსრებით დავეხმაროთ თანამედროვე, ქართველ ავტორების, რომლებიც ქმნიან დღევანდელ ლიტერატურულ პროცესს საქართველოში.
მათ ახლა ძალიან უჭირთ.
ნუ დავტოვებთ უნუგეშოდ,
მხოლოდ ჰონორარის იმედად.
????ვიხსნათ მწერლები გასაჭირისგან!