დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
ვითხოვთ ჰუმანურ აქტს ამნისტიას
ნაროკოპოლიტიკა
2.1.მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკა
საქართველოში მოქმედი ნარკოტიკული დანაშაულის მომწესრიგებელი კანონმდებლობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. გარდა იმისა, რომ ზოგადად ნარკოტიკის მოხმარება არის კრიმინალიზებული, სხვა ტიპის ნარკოტიკული დანაშაულებისთვის (შეძენა/შენახვა, კულტივირება) გათვალისწინებულია არაადეკვატურად მძიმე სანქციები.
2.2.რეალური მდგომარეობა ციფრებში
საქართველოში ნარკოტიკულ დანაშაულზე გასამართლებულ პირთა რაოდენობა 2009 წელს შეადგენდა 3663 პირს, 2010 წელის - 2517, 2011 წელი 1523, 2012 წელი - 861, 2013 წელი 3570, 2014 წელი 4003, 2019 წელს კი ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებულ პირთა რაოდენობა შეადგენდა 2043 პირს და 1000 - მდე ბრალდებულ პირს.
2019 წელს ნარკოტიკების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადატანა ან გასაღება დანაშაულისათვის მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში იწარმოებოდა 1063 საქმე, საიდანაც 1020 განაჩენის გამოტანით დასრულდა.
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე კი თბილისის საქალაქო სასამართლოში იყო შემოსული 276 საქმე, საუდანაც 259 შემთხვევაში დაკისრებულ იქნა პასუხისმგებლობა.
მნიშვნელოვანია აღვნიშვნოთ, რომ წარმოებული საქმეების 90% მეტს, ასევე ნარკოტიკულ დანაშაულზე ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 90% მეტს არ აქვს კავშირი ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასთან, არამედ ასეთი დანაშაული მოიაზრებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას, გადატანას, გადაზიდვას, დამზადებას, შეძენასა და შენახვას პირადი მიზნებისათვის.
2.3.დავაადება და არა დევიაცია
ნარკომანია - ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკული საშუალებების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად
ფორმირებადი სინდრომის არსებობით:
· შეცვლილი რეაქციის სინდრომი;
· ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
· ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში)
· ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.
ყოველწლიურად ჩვენ საპატიმროებში ვამყოფებთ 3000 ავადმყოფ ადამიანს. ყოველწლიურად 6000 ადამიანი იხდის პირობით სასჯელს ავადმყოფობისათვის.
3. უთანასწორობა
3.1.საქართველოს მართლმსაჯულება სამწუხაროდ არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ პატიმართა საქმეები გამოძიებულ იქნას ობიექტურად და სასჯელი იყოს მინიჭებული სამართლიანად. დამნაშავე პირების მიმართ გამოიყენება უმკაცრესი ზომები. ამავდროულად ხშირია უთანასწორობაც, როდესაც საქმე ეხება მსგავსი დანაშაულებებისათვის გასამართლებულ პირებს. საკმაოდ განსხვავდება სასამართლო პრაქტიკა სასჯელის ზომის განსაზღვრაში, ასევე პროკურატურის პრაქტიკა საპროცესო შეთანხმებების გამოყენებაში იმ პირთა შორის ვინც 2012 წლამდე იყო გასამართლებული და იმ პირთა, ვინც 2012 წლის შემდგომ პერიოდში. ამავდროულად 8 წლის განმავლობაშიც იცვლებოდა ზ/აღნიშნული პრაქტიკა და განსხვავდება ასევე 2013 წელს დანიშნული სასჯელები თუ განხორციელებული საპროცესო შეთანხმებები იმ პრაქტიკასთან შედარებით, რაც დღეის მდგოამრეობით არის დამკვიდრებული. მკვიდრდება ერთგვარი უთანასწორობაა კონკრეტული ადამიანების მიმართ.
ამნისტია კი ერთადერთი გამოსავალია, რათა დაბალანსებული იყოს ქვეყანაში პატიმრის უფლებები „შერჩევით“ სამართალთან.
4. პანდემიით გამოწვეული პრობლემები და შედეგები
4.1.სრულიად მსოფლიო კორონა ვირუსის პანდემიას ებრძვის. ქვეყნების უმეტესობამ მიიღო გადაწვეტილება პატიმრების გათავისუფლების. საქართველოში მსგავსი აქტი არც პანდემიის პირობებში განხორციელებულა. აქვე მინდა შეგახსენეთ, რომ 8 წელია საქართელოში ფართო მასშტაბიანი ამნისტიის აქტი არ გამოუცემიათ საქართველოს კანონმდებლებს.
5. უვადო პატიმრები
5.1. 2012 წლის ამნისტია
2012 წლის ფართომასშტაბიანი და საყოველთაო ამნისტია შეეხო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ფაქტობრივად ყველა დანაშაულს, გარდა უვადო პატიმრებისა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიით ყველა მსჯავრდადებულს უნდა შეხებოდა ამნისტია (მოიაზრებოდა 80-ზე მეტი უვადო პატიმარიც) და სასჯელი შემცირებოდა, უვადოებზე კი უზენაესმა ჩაწერა, ამ პატიმრებზეც გავრცელდეს ამნისტია, მოაკლდეთ 1/4, მაგრამ დარჩნენ უვადო პატიმრებადო.
2012 წლის დეკემბრის ამნისტიას საფუძვლად ედო 2012 წლამდე პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამება. აღნიშნული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები უვადო პატიმრების იყვნენ. მათ აწამებდნენ ყოველდღიურად, არაფრად აგდებდნენ, ექცეოდნენ, როგორც არაადამიანებს. მაშასადამე თუ ამნისტიის საფუძველი იყო წამება და არაადამიანური მოპყრობის შედეგების, კერძოდ კი ნატანჯი დაზარალებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საპირწონედ, უვადო პატიმრებს უპირობოდ უნდა შეხებოდა ამნისტია.
საუბარია ყველა უვადო პატიმარზე. ადამიანისთვის, ვინც 20-დან 25 წლამდე საპყრობილეში გაატარებს, ეს დიდი სასჯელია, ამნისტია კი - დიდი სტიმული, გამოვიდეს და ცხოვრების წესი შეიცვალოს.
1997 წელს, როცა სიკვდილით დასჯა გაუქმდა, შევარდნაძემ 56 სიკვდილმისჯილი შეიწყალა. მათ 15 წელი მოიხადეს. ამ 56-დან შემდეგ მხოლოდ ოთხმა ჩაიდინა დანაშაული და ისიც - მსუბუქი კატეგორიის. სხვათა შორის, ციხის ხელმძღვანელობა ყოველთვის ამბობს, რომ უვადო პატიმრები უფრო წესიერად იქცევიან, მათ უფრო ადამიანურად დაელაპარაკები, ვიდრე მათ, ვისაც ექვსი თვე, ან ორი წელი აქვთ მისჯილი. ისინი უფრო ძნელი სამართავები არიანო. არსებობს კანონი "უვადო თავისუფლების აღკვეთის შესახებ", რომელიც 20 წლის მოხდის შემდეგ უვადო პატიმარს შანსს აძლევს, კომისიას შესაწყალებლად მიმართოს, თუმცა მსგავსი პრაქტიკაზე არ განხორციელებულა.
5.2. ვადიანი სასჯელი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთს სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. ამავდროულად განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.
უვადო მსჯავრდებულებებზე ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების მიზნისათვის ამოსავალ წერტილად ვიღებთ სისხლის სამართლის 59-ე მუხლს.
6. ჩვენ ვიაზრებთ კრიმინალური ვითარების გაუარესების საფრთხეებს ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებისას, რატომაც ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, და ყოველი წამოყენებული მოთხოვნა ეყრდნობა დეტალურ ანალიზს, კონსულტაციებს სხვადასხვა კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენლებთან და ისეთი სახისაა, რომ პირველ რიგში ვაღწევთ ჰუმანურობას, ადამიანის/პატიმრის უფლბების დაცვასა და სასჯელის შემსუბუქებას თუ სხვას, ამავდროულად ყოველი არის გატარებული საზოგადოების უკეთესი ინტერესების გათვალისწინებით, ისე რომ არც ერთი სუბიექტის არც უფლება ირღვევა და არც მდგომარეოაბა აუარესდება.
ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, მოვითხოვთ ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამნისტიის გამოცხადებას.