საკონტაქტო ინფორმაცია
რეაბილიტირდეს კალათბურთის მოედანი სურამში

დასრულებული

200
200
ადრესატი:
  • ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია
  • სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

რეაბილიტირდეს კალათბურთის მოედანი სურამში

სურამის ერთადერთი კალათბურთის სტადიონი (რკინიგზის სადგურის მიმდებარედ) არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მოედნის საფარი იმდენადაა გაფუჭებული, რომ მოედნის გამოყენება სერიოზულად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ასევე სრულფასოვნად არ მუშაობს ღამის განათება და  დაზიანებულია კალათბურთის ფარები, რომლებსაც პერიოდულად ადგილობრივი მოსახლეობა არემონტებს.

მოვითხოვთ, მოხდეს აღნიშნული მოედნის რეაბილიტირება, რაც შეიძლება მალე, რადგან ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია ზაფხულის სეზონზე, მოედანს იყენებს უამრავი ადგილობრივი, თუ ტურისტი და ასეთ მდგომარეობაში მყოფი სპორტული მოედანი ცუდ რეპუტაციას უქმნის კურორტს. 

 

ბმულზე ნახავთ აღნიშნული საკალათბურთო მოედნის ფოტოებს: https://photos.app.goo.gl/vgAa3CS2HbfVZym66