
საჭიროა 853 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
- საქართველოს მთავრობა
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებისთვის სასწრაფო დაფინანსების პროგრამის აუცილებლობის შესახებ
ჩვენ, რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტები, ჩვენი ოჯახის წევრები, ექიმები, სოციალური მუშაკები და მხარდამჭერები, ვწერთ ამ მანიფესტს, რათა საზოგადოებას, decision-maker-ებსა და სახელმწიფოს დავანახოთ იმ მწვავე რეალობის სიმძიმე, რომლის წინაშეც ყოველდღიურად ვდგავართ.
რევმატოიდული ართრიტი მხოლოდ სახსრების დაავადება არ არის. ეს არის აუტოიმუნური მდგომარეობა, რომელიც იწვევს ქრონიკულ ტკივილს, მოძრაობის შეზღუდვას, ინვალიდობას და, უმკურნალობლად დარჩენის შემთხვევაში, სიცოცხლის ხარისხის მკვეთრ დაქვეითებას.
დღეს, საქართველოში ასობით მოქალაქე რევმატოიდული ართრიტის გამო ვერ ახერხებს ძირითადი მკურნალობის - ბიოლოგიური პრეპარატების მიღებას, რომელთა ფასი ასცილდება ადამიანურ შესაძლებლობებს.
ჩვენი მოთხოვნები მარტივია, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი:
- დაფინანსდეს ბიოლოგიური მკურნალობა იმ პაციენტებისთვის, ვისაც ეს მედიკამენტები სჭირდება სიცოცხლისა და ფუნქციური უნარების შესანარჩუნებლად.
- შეიქმნას სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს რევმატოიდული ართრიტით დაავადებულთა რეგისტრაციას, მონიტორინგს და მკურნალობის ხელმისაწვდომობას.
- მკურნალობის გარეშე დარჩენილი პაციენტების საკითხი იქნას აღიარებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტად.
ჩვენ აღარ შეგვიძლია ლოდინი. ტკივილი ყოველდღიურად გვაცილებს სამსახურს, განათლებას, თავისუფლებას და მომავალს.
ჩვენ ვითხოვთ არა სიკეთეს, არამედ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას - ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობას.
დაგვიდექით გვერდით. მხარი დაუჭირეთ სიცოცხლეს, ღირსებას და სამართლიანობას.
რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების სახელით.