საკონტაქტო ინფორმაცია
სახელმწიფო პროექტი სოციალური იპოთეკის შესახებ

საჭიროა 16942 ხელმოწერა

58
17000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა

სახელმწიფო პროექტი სოციალური იპოთეკის შესახებ

იმის გამო, რომ ქვეყანაში უსახლკარო ადამიანების რიცხვს სოციალური კატასტროფის  მასშტაბებისთვის არ მიეღწია, მთელმა რიგმა ქვეყნებმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, უსახლკაროდ დარჩენილ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს იაფი სესხის პროექტი შესთავაზეს, რაც სოციალური იპოთეკის სახელმწიფო პროექტადაა ცნობილი.

იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომელსაც გასცემს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, მათ შორის, ბანკი. იპოთეკის ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ფორმით  და რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

რა არის სოციალური იპოთეკა და ვისთვისაა ის?

სოციალური იპოთეკა - ესაა უნიკალური შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის - შეიძინონ საცხოვრებელი ბინა. ესაა ერთად ერთი საშუალება  მათთვის, ვისაც არ გააჩნია საცხოვრებელი ბინა და ვისაც კომერციული იპოთეკის გადახდის შესაძლებლობა არა აქვს.

სახელმწიფო პროექტის - ,,სოციალური იპოთეკის" განხორციელებაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც ბანკებმა, ასევე სხვადასხვა ფინასურმა ორგანიზაციებმა.

სოციალური იპოთეკური კრედიტი არის გრძელვადიანი, სხვადასხვა ქვეყნებში იგი მერყეობს 22 წლიდან 25,5 წლამდე. საპროცენტო განაკვეთიც ასევე დაბალია და ისიც ასევე მერყეობს 5,5%-დან 8,5%-მდე.

სოციალური იპოთეკით სარგებლობის საშუალება აქვთ იმ პირებს, რომლებიც მოხვედრილნი არიან საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებელ ოჯახთა და ოჯახების გამოყოფის სიებში, სადაც ოჯახის წევრზე 12 კვ/მ-ზე ნაკლები ფართია დაფიქსირებული. ასევე ასეთი პროექტებით სარგებლობენ ახლადდაქორწინებული ოჯახები და ახალგაზრდები, მრავალშვილიანი ოჯახები.

მთავარი განსხვავება სოციალურ იპოთეკასა და კომერციულ იპოთეკას შორის არის სესხის სხვადასხვა სახის იაფი პროდუქტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო სუფსიდირების ხარჯზეა შესაძლებელი, ასევე საბანკო გარანტია - რომ საპროცენტო განაკვეთი უცვლელი დარჩება სესხის მიმდინარეობის ბოლომდე.

სოციალური იპოთეკა შეადგენს სახელწიფო პროგრამების კომპლექსს, რომელთა მიზანია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.