საჭიროა 4958 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დაუშვით 5-12 წლის ბავშვების ვაქცინაცია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით!
არაერთი მშობელი აცხადებს, რომ სურს მათი 5-12 წლის ასაკის ბავშვის ვაქცინაცია, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ვაქცინით მოცვა არის დაბალი, ხოლო ინფექციის მაჩვენებლები მაღალია. ახლა უკვე, როდესაც ომიკრონ შტამი შემოვიდა, ფაქტობრივად, თითოეული მოქალაქე მაღალი რისკის ქვეშაა. განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ბავშვები, რომლებსაც ვერ ვიცავთ. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კი არაა მზად პედიატრიული პაციენტების მზარდი ნაკადის სამართავად.
გთხოვთ ხელი მოაწეროთ ამ პეტიციას, რათა ვთხოვოთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, დაუშვას 5-12 წლის ბავშვების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია შესაბამისი ავტორიზაციის მქონე ვაქცინით (Pfizer). კვლევებმა კარგი შედეგები აჩვენეს ამ ასაკობრივ ჯგუფში.
გაავრცელეთ ეს პეტიცია, ჩვენ მაინც ვუშველოთ ამ საკითხს რამე!
დავიცვათ ჩვენი შვილები!