საკონტაქტო ინფორმაცია
დაგვიბრუნეთ შობა-ახალი წელი

დასრულებული

300
300
ადრესატი:
  • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

დაგვიბრუნეთ შობა-ახალი წელი

როგორც მოგეხსენებათ უნიუვერსიტეტის ადმინისტრაციამ საშობაო არდადეგების სეკვესტრით გადაწყვიტა სტუდენტებს წაართვას უფლება დაისვნენონ სადღესასწაულო დღეებში. უნივერსიტეტის მისია მისცეს განათლება სტუდენტებს და შეუფასოს შესაბამისი ათვლის სისტემით. იქნება დაბალეფექტიანი გამომდინარე შემდეგი მიზეზებისა:

1. ლექტორების და სტუდენტების განწყობა იქნება საახალწლო და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საგამოცდო მზაობა

2. ლექტორებიც და სტუდენტებიც საახალწლო მზადყოფნაში იქნებიან და მომზადების ხარისხი იქნება დაბალი

3. ახალი წელი სასმელის და ბახუსის გარეშე არ არსებობს, შესაბამისად გვაქვს 2 ალტერნატივა უარი 2018 წლის ზეიმზე თუ უარი საუნივერსიტეტო კარიერაზე

4. ის სტუდენტები რომლებიც სხვა რეგიონებიდან არიან ჩამოსულები განათლების მისაღებად, მშობლებთან სანათესაოსთან და სამეგობროსთან დროის ტარება მხოლოდ არდადეგებზე შეუძლიათ. ამ გადაწყვეტილებით კი მათ ამ შესაძლებლობასაც ვართმევთ.

აკადემია ამ ნაბიჯით ცდილობს ხელოვნურად გამოიწვიოს სტუდენტთა საშუალო ქულების ვარდნა რაც გამოწვეული იქნება სტუდენტების ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩაყენებით.

არავის არააქვს უფლება სტუდენტებს წაართვას შობა-ახალი წელი!

ამ პეტიციით აკადემიის საბჭოს ვთხოვთ განიხილოს საკითხი და სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მორგებული იქნება სტუდენტებზე, რადგან არ არსებობს უნივერსიტეტი სტუდენტის გარეშე! 

ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას ვიმუშაოთ თქვენთან ერთად და შემოგთავაზოთ ჩვენი პატერნები.

ჯობს 2 კვირით გვიან ვიწყებდეთ შემოდგომის სემესტრს და გვქონდეს შობა თბილ ოჯახებში, აკადმიის ცივი კედლების ნაცვლად!

იმედს ვიტოვებთ აკადემიის ადმინისტრაცია შეცვლის ამ ობსკურანტულ დადგენილებას, და მიიღება კოლაბორაციული გადაწყვეტილება, რომელიც შეინარჩუნებს კონსოლიდაციურ ატმოსფეროს აკადემიის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის. 

არა კონფრონტაციას!

კადემიის სტუდენტები არ ვწყვეტთ მუშაობას და პეტიციის მეშვეობით ვაგრძელებთ სვლას მიზნისკენ ! ჩვენ ვითხოვთ კანონიერად და ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი და ეფექტური !