საკონტაქტო ინფორმაცია
უარი მხოლოდ რუსულად დუბლირებულ ფილმებს ქართულ კინოთეატრებში!

საჭიროა 148 ხელმოწერა

1852
2000
ადრესატი:
  • საქართველოს პროკურატურა
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა

უარი მხოლოდ რუსულად დუბლირებულ ფილმებს ქართულ კინოთეატრებში!

დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს კინოთეატრები არ ითვალისწინებენ საქართველოს კანონმდებლობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე ,239-ე მუხლის მე-10 პუნქტი და 208-ე მუხლი, ამავდროულად უგულვებელყოფილია საქართველოს კანონი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, 51-ე მუხლი, რაც გულისხმობს ქართულ კინოთეატრებში ქართული სუბტრიტრებისა და დუბლირების აუცილებლობას თითოეულ ფილმში. რადგანაც, საქართველოს ხელისუფლებას და იმ სამინისტროს, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა ქართული კულტურის განვითარება არ სურთ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება სინეასტების გაერთიანება "სინეასტები" მოითხოვს კანონის აღსრულებას

1) ნუ გვართმევთ ქართულად ყურების უფლებას

2) არსებული მდგომარეობა, ალტერნატივის არ არსებობის პირობებში, გვაიძულებს კინოს, თანამედროვე კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმას, არა სახელმწიფო ენაზე, ქართულად, არამედ ოკუპანტი ქვეყნის ენაზე, რუსულად გავეცნოთ.

3) უცხო ენის ცოდნის ვალდებულებას ნუ აკისრებთ იმ მაყურებელს, ვისაც სურს კულტურული გამოცდილების შეძენა