საჭიროა 4998 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის საკრებულო
- თბილისის მერია
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
კოლეჯი სახელად "ოქროს მთა"-ის გახსნა
განობებთ, რომ 2021 წელს ქალაქ თბილისის ოქროს უბანში გაიხსნება ახალი სასწავლო კოლეჯი.
შენობა გაყოფილია 6 მოდულად:
სპორტის მოდული;
კულტურისა და ხელოვნების მოდული;
სტრატეგიული პოლიტოლოგიის მოდული;
ლინგვისტიკის მოდული;
სოციალური სამართალისა და პოლიტოლოგიის მოდული;
განტვირთვისა და რელაქსაციის მოდული.
გვინდა გაცნობოთ, რომ საინტერესო მომავალი გელით, რადგან სულ მალე გაშენდება ჩვენი პარკიც, "საქართველოს კულტურის სკვერი" და ავიყვანთ ჩვენ ტრანსპორტს, რომლებიც სკოლებიდან მოსწავლეებს პირდაპირ ჩვენთან მოიყვანენ.
ყველას დაგირიგდებათ თქვენი კურსის შესაფერისი მაისურები და რაც მთავარია კვირაში 4 გასვლა გვექნება:
სტუმრობა მუზეუმში;
ლაშქრობა;
სტუმრობა უნივერსიტეტებში;
საფხულში კვირაში 3-ჯერ საცურაო აუზი/ ზამთარში კვირაში 3-ჯერ კატოკზე.
აგრეთვე გაცნობებთ, რომ ამისათვის ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა რეგიონის ქალაქებში წარმომადგენელი დაგვენიშნა და იქაც გაგვეკეთებინა მსგავსი კოლეჯები:
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში: მცხეთა;
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში: ახალციხე;
სვანეთის რეგიონში: მესტია;
ქვემო ქართლის რეგიონში: რუსთავი;
აფხაზეთის რეგიონში: სოხუმი;
აჭარის რეგიონში ბათუმი;
სამეგრელოს რეგიონში: ზუგდიდი;
შიდა ქართლის რეგიონში გორი;
იმერეთის რეგიონში ქუთაისი;
გურიის რეგიონში: ოზურგეთი;
რაჭის რეგიონში: ამბროლაური;
ლეჩხუმის რეგიონში: ცაგერი.
რათქმაუნდა მარტო ამაზე ჩვენ არ დავჯერდებით, თითო კოლეჯს ეზოში ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი საქველმოქმედო კამპანია "მწვანე გული" დარგავს Fícus benghalénsis-ის ნერგებს, რაც თავის მხრივ სიმბოლურად განასახიერებს განმანათლებლობას, რადგან ხე არის განათლება, ხოლო ფიკუსის ტოტები ისეთნაირადვე იხლართება ერთმანეთში, როგორც მეტის შემეცნებისას ვრწმუნდებით, რომ კიდევ მეტი გველის წინ.
გისურვებთ წარმატებებს!
ამის გარდა იმასაც დავამატებთ, რომ ჩვენი კოლეჯი მიიღებს სკოლის ბავშვებს მე-8 კლასიდან და პირველი კურსის ჩათვლით იქნებიან ჩვენთან. სკოლის მოსწავლეებს მივიღებთ მეორე სმენაში, ხოლო იმათ ვინაც მე-9 კლასის შემდეგ სკოლა არ გააგრძელა დღის პირველ სმენაში იქნებიან. გავცემთ დიპლომსა და ნიშნების ფურცელს.
იმისათვის, რომ მოსწავლე მოხვდეს ჩვენ კოლეჯში შიდა უფასო გამოცდები უნდა ჩააბაროს 50%+1 ქულით, ხოლო ჩვენ კოლეჯ დამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესში ჩააბარონ საქართველოში, ან საზღვარგარეთ. აგრეთვე რაც მთავარია საქართველოში ჩაბარების შემთხვევაში ეროვნული გამოცდების ნაცვლად ისინი ჩააბარებენ პროფესიის წერით გამოცდას და არჩეულ უცხო ენას (მაგ:. საჯარო სამართალი და გერმანული ენა), ამ გამოცდის შედეგად მიღებულ დიპლომს, ნიშნების ფურცელს და ენის ცოდნის საერთაშორისო სერთიფიკატს და ემატება თქვენ მიერ არჩეულ უნივერსიტეტში გასაუბრების გავლა და ჩაერიცხებით.
ვაჟების საყურადღებოდ!
დიახ ჯარს აცდებით, მაგრამ ბოლომდე არა, ჩვენ კოლეჯში არის თავდაცვის სასწავლო საგნები, სპორტის სხვადასხვა სახეობა და სტრატეგიული პოლიტიკის საგნები, აგრეთვე 4 თვეში ერთხელ ესტუმრებით ხოლმე საქართველოს თავდაცვის აკადემიას და ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს. ასეთნაირად ჯარის მოხდაშიც ჩაგეთვლებათ და იმაზე მეტსაც შეისწავლით, ვიდრე "ჯარი"-ს სასწავლო პროგრამა მოგცემდათ!