საკონტაქტო ინფორმაცია
მოგვეცით არსებობის საშუალება!!!

საჭიროა 870 ხელმოწერა

4130
5000
ადრესატი:
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

მოგვეცით არსებობის საშუალება!!!

ჩვენ სხვადახვა ჯერ კიდევ დახურული ბიზნესის წარმომადგენლები (ტურისტული კომპანიები, გიდები, ავია კომპანიები, კინო და თეატრის წარმომადგენლები, გასართობი ცენტრები, კლუბები, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები...), დავრჩით უმუშევრები და ელემენტარული შემოსავლის გარეშე,   90 პროცენტი ვართ იძულებით უხელფასო შვებულებებში!!!(დანარჩენებსაც აგვისტოდან შეუწყდებატ ხელფასის პროცენტის გადახდა..) ბანკის ვალებით და იპოთეკებით.ვინაიდან ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ამ სექტორის გახსნა მოვითხოვთ, გაითვალისწინოთ ათეულობით ათასი ადამიანის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა და იმ ოჯახებისაც ვისაც ვარჩენდით.დროულად შეიმუშაოთ ჩვენთვის რეგულაციები:

1.უპროცენტოდ გადაავადოთ ბანკის კრედიტები და იპოთეკა,რადგან ვა​​​რთ გადამხდელუუნაროები გახსნამდე.ვკარგავთ ბინებსაც და იმ ფულსაც რაც წლები პატიოსნად ვიხადეთ.

2.გაგვიზარდოთ კომპენსაცია,ვინაიდან 200 ლარი არ ეყოფა არც ერთ ოჯახს,საქართველოში არ გვქონია ისეთი ფუფუნება,რომ დასაქმებული იყოს ოჯახის რამოდენიმე წევრი

3, მოახდინოთ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება.

4.ვისაც აქვს საპენსიო დანაზოგი მიეცით სურვილისამებრ სარგებლობის უფლება..ვისაც არა კომპენსაცია გაუზარდეთ!

5. გაიხსნას ფრენები მინიმუმ მწვანე ზონის ქვეყნებთან სია შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე(  https://www.endcoronavirus.org/countries#winning

ამით დაცულიც იქნება ქვეყანა და ის რომ ჩვენც მწვანე ზონაში ვართ შეგვიძლია ქვეყნის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი და ტურისტულად მიმზიდველი გახდეს, შესაბამისად ეს სფეროებიც შეიძლება გაიხსნას. თუ ყველაფერი კარგად იქნება ყვითელი ზონის ქვეყნების დამატებაც შეიძლება შემდეგ რომლებიც ასევე უსაფრთხოა.

ეს მოთხოვნები ელემენტარულად საარსებოდაა საკმარისი..ჩვენ არ გვინდა ისედაც რთული ვითარების უკიდურესად დაძაბვა,ვინაიდან ვართ შეგნებული მოქალაქეები. ჩვენი სექტორი არის უპატიოსნესი და მსხვილი გადამხდელი.ნუ გაგვწირავთ ამდენ ათას ადამიანს და ჩვენ ოჯახებს ..ფაქტიურად სოციალურად დაუცველები გავხდით.და ალტერნატიული სამსახურები ძაან კარგად მოგეხსენებათ რეალობაში არ არსებობს.რაც იყო ისიც განადგურდა. ჩვენთან ერთად დგანან ოჯახის წევრები და ბევრი ასევე უმუშევრად დარჩენილი ადამიანი!!! რეალურად მიაქციეთ სათანადო ყურადღება ტოტალურ უმუშევრობას!!!

შიმშილი მოგვკლავს თუ კოვიდი რა მნიშვნელობა აქვს...