საკონტაქტო ინფორმაცია
არა ინტერნეტის კიდევ უფრო გაძვირებას ! არა სილქნეტის და კავკაზუს-ონლაინის გაერთიანებას ! არა ინტერნეტბაზრის  მონოპოლიცაზიას !

საჭიროა 966 ხელმოწერა

34
1000
ადრესატი:
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისია

არა ინტერნეტის კიდევ უფრო გაძვირებას ! არა სილქნეტის და კავკაზუს-ონლაინის გაერთიანებას ! არა ინტერნეტბაზრის  მონოპოლიცაზიას !

ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, მოგმართავთ მოთხოვნით, რომ არ დაუშვათ ინტერნეტის მოხმარების ისედაც ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფის გაზრდა ! ეს კი გარდუვალი იქნება, იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ დააკმაყოფილებთ საქართველოში რეალურად ოლიგოპლისტებად ჩამოყალიბებული ორი ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიის „სილქნეტისა“ და „კავკაზუს-ონლაინის“ განაცხადს გაერთიანების შესახებ. ეს რომ უდაოდ გამოიწვევს ისედაც უაღრესად მაღალი ფასის გაზრდას, ასევე ინტერნეტის მიწოდების საკმაოდ დაბალი ხარისხსი კიდევ უფრო გაუარესებას ვფიქრობთ უდაოა, რადგან ამ ორი კომპანიის გაერთიანების შემთხვევაში ჩვენ საქმე კლასიკური მონოპოლისტი ფირმის ჩამოყალიბებასთან გვექნება, რომელიც ბაზრის 80 %-ზე მეტს გააკონტროლებს ! მონოპოლიური ბიზნესი, ანუ კონკურენციის მინიმალური დონე, რომ ფასის ზრდასა და ხარისხის გაუარებას იწვევს, ვგონებ ამის ახსნა მეტ-ნაკლებად განათლებული ნებისმიერი ადამიანისათვის აშკარად ზედმეტია. აქვე გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ დღემდე გრძელდება სამართლებრივი დავა „კავკაზუს-ონლაინი“ უკანანო ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომლის დასრულებამდეც ვთლით, რომ როგორც მორალურად, ასევე სამართლებრივი კუთხითაც ამ კომპანიის სხვა სუბიექტთან შერწყმა აშკარად დაუშვებელია.

ბოლოს, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ შეასრულოთ თქვენი მოვალეობა და დაიცვათ ჩვენი, როგორც ინტერნეტმომხმარებელთა უფლებები, შესაბამისად არ დააკმაყოფილოთ „სილქნეტისა“ და „კავკაზუს-ონლაინის“ ინტერნეტის ბაზრის მონოპოლიზაციისაკენ მიმართული მოთხოვნა მათი კომპანიების გაერთიანების თაობაზე !