საკონტაქტო ინფორმაცია
ბავშვთა გეგმიურ აცრამდე მოხდეს მშობლების წერილობით ინფორმირება აცრის რისკების შესახებ

დასრულებული

326
300
ადრესატი:
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ბავშვთა გეგმიურ აცრამდე მოხდეს მშობლების წერილობით ინფორმირება აცრის რისკების შესახებ

მოვითხოვთ, რომ გეგმიური აცრების წინ პედიატრმა გააცნოს მშობელს აცრის შედეგად გამოწვეული შესაძლო გართულებების სია, რომელიც წარმოდგენილია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-60/ნ 2019 წლის 16 სექტემბერი ქ. თბილისი) ეს სია გაწერილია მე12 მუხლის სახით. აცრამდე ყველა მშობლის უფლებაა გაეცნოს იმუნიზაციის რისკებს. აქვე წარმოგიდგენთ ამ სიას მუხლი 12. იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენები (იშგამ) ა) მძიმე ადგილობრივი რეაქციები: ა.ა) აბსცესი ინიექციის ადგილზე; ა.ბ) ლიმფადენიტი; ა.გ) ჰიპერემია და შეშუპება (7-8 სმ-ზე მეტი დიამეტრით); ბ) ზოგადი მძიმე რეაქციები და გართულებები: ბ.ა) მწვავე დუნე დამბლა; ბ.ბ) გიენ-ბარეს სინდრომი; ბ.გ) ენცეფალოპათია; ბ.დ) ენცეფალიტი; ბ.ე) სეროზული მენინგიტი; ბ.ვ) კრუნჩხვები - ფებრილური და აფებრილური; ბ.ზ) ანაფილაქსიური შოკი; ბ.თ) შრატისმიერი დაავადება (იმუნოგლობულინებისა და/ანტიტოქსინების გამოყენების შემთხვევაში; ბ.ი) ჰიპოტენზიურ-ჰიპორესპონსული ეპიზოდი (შოკისმაგვარი მდგომარეობა ან კოლაფსი); ბ.კ) ტოქსიკური შოკის სინდრომი; ბ.ლ) ანაფილაქტოიდური რეაქცია; ბ.მ) ოკულორესპირეტორული სინდრომი (ორს); ბ.ნ) ართრალგია; ბ.ო) გენერალიზებული ბცჟ ინფექცია; ბ.პ) ცხელება 400 C და მეტი; ბ.ჟ) ტოქსიკური შოკის სინდრომი; ბ.რ) ოსტეიტი/ოსტეომიელიტი; ბ.ს) შეუჩერებელი ხანგრძლივი ყვირილი და/ან ტირილი > 3 საათის განმავლობაში; ბ.ტ) აცრიდან 5 დღეში განვითარებული სეფსისი; ბ.უ) თრომბოციტოპენია; ბ.ფ) ნაწლავის ინვაგინაცია; ბ.ქ) ნებისმიერი იშგამ-ი, რომელიც იწვევს - სიკვდილს, ჰოსპიტალიზაციას, ინვალიდობას, თანდაყოლილ ანომალიას, სხვა მძიმე და უჩვეულო მოვლენას, თუ ის სამედიცინო პერსონალის ან საზოგადოების აზრით უკავშირდება იმუნიზაციას. ასევე მოვითხოვთ შეწყდეს ფსიქოლოგიური ზეწოლა მშობლებზე პედიატრების, ბაღის და სკოლის მესვეურთა მხრიდან აცრების დაძალების მოთხოვნით. მოვითხოვთ შეწყდეს აუცრელი ბავშვების დისკრიმინაცია და ბაღებში/სკოლებში მიღებისას წინააღმდეგობა და ზეწოლა. აცრა  სამედიცინო პროცედურაა და უნდა იყოს ნებაყოფლობითი, როდესაც არსებობს რისკი.