დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- თბილისის მერია
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აღდგეს საზაფხულო ბაღები
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვვწტილებით,საზაფხულო ბაღების პროექტი 2022წელსაც დახურულად გამოცხადდა.მიზეზად კი ჯერ საყოველთაოდ დასრულებული,თუმცა ბაღებისთვის ვერ(არ) დასრულებული პანდემია დაასახელეს და მეტი დამაჯერებლობისთვის ეპიდემიოლოგების მიერ მიღებული გადაწყვწტილება მოგვახსენეს და მათთან გადაგვამისამართეს.
მიღებული გადაწყვეტილებით,სადაც საერთოდ არ იქნა გაზიარებული მშობლების ინტერესი,უამარავი ადამიანი ჩააგდეს გამოუვალ მდგომარეობაში.რა უნდა ქნას მშობელმა როცა უკვე დიდი ხანია დისტანციურად მუშაობის საშუალება დასრულდა.არ აქვს ყველას იმის საშუალება რომ კერძო ბაღში ატაროს ბავშვი ან დამხმარე აიყვანოს."შევდივარ თქვენს მდგომარეობაში"-მხოლოდ ამ პასუხით არ უნდა ისტუმრებდეს ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი,გამწარებულ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილ მშობელს.
ამ პეტიციის მიზანია შევაგროვოთ რაც შეიძლება მეტი ხელმოწერა, რათა ვაიძულოთ გადახედონ გადაწყვეტილებას და დავანახოთ ამ სტრუქტურას რომ მშობლის ინტერესების არ გაზიარება დაუშვებელია.