საკონტაქტო ინფორმაცია
გადავარჩინოთ სიცოცხლე, არა იძულებით ვაქცინაციას, არა კოვიდფაშიზმს

საჭიროა 2657 ხელმოწერა

343
3000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პრეზიდენტი

გადავარჩინოთ სიცოცხლე, არა იძულებით ვაქცინაციას, არა კოვიდფაშიზმს

საქართველოს პრეზიდენტს, ქ-ნ სალომე-ნინო ზურაბიშვილს
საქართველოს პარლამენტის თავ-რეს ბ-ნ კ. კუჭავას
საქართველოს პრემიერ მინისტრს ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს


ასლი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ბ-ნ
გრიგოლ ლილუაშვილს
ასლი საქართველოს შსს მინისტრს ბა-ნ ვახტანგ გომელაურს
ასლი საქართველოს გენერალურ პროკურორს
ბ-ნ ირაკლი შოთაძეს
ასლი საქართველოს თავდაცვის მინისტრს
ბ-ნ ჯუანშერ ბურჭულაძეს
ასლი საქართველოს დევნილთა, შრომისა და ჯან.დაცვის
მინისტრს ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეს
პ ე ტ ი ც ი ა
საქართველოს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სპეციალისტთა, მეცნიერთა, ექიმთა, იურისტთა და საზოგადო მოღვაწეთა თხოვნა-პეტიცია ბავშვთა მასობრივი ვაქცინაციის თაობაზე. მოგმართავთ საქართველოს მეცნიერები, საზოგადო მოღვაწენი, დამოუკიდებელი, იურისტები და ექიმები ფართო საზოგადოების მხარსაჭერით და გთხოვთ, არ იქნეს დაშვებული ქვეყანაში ბავშვთა მასობრივი ვაქცინაცია სიცოცხლისათვის საშიში ბიოტექნოლოგიური ვაქცინებით, რომელთაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ ბავშვთა მასობრივ დაავადებებთან და გამოიწვიონ სიკვდილიანობა. ბიოლოგიურ ვაქცინებს, შესაძლებელია, ჰქონდეთ ხანგრძლივი დროის შემდეგ ნეგატიური შედეგები. ჯერ კიდევ არ დასრულებულა ვაქცინაციების ექსპერიმენტი მთელ მსოფლიოში, შუსწავლელია მათი მოქმედების შედეგები. ვინაიდან ვირუსი განუწყვეტლივ განიცდის მუტაციას, ბავშვის ორგანიზმი კი შესანიშნავად უმკლავდება ინფექციას, ბავშვთა იმუნური სისტემის წყალობით, არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს ბავშვთა ვაქცინაცია. ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ გამოცდილი და შესწავლილი ვაქცინით. მითუმეტეს შექმნილ სიტუაციაში, თუ ქვეყანაში ეპიდემიაა, კლასიკური აქსიომაა, რომ ეპიდემიისა და პანდემიის დროს ვაქცინაცია იკრძალება. ზრდასრულ ადამიანთა ვაქცინაციამ მიგვიყვანა ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდასთან და მოგეხსენებათ, რომ ვიმყოფებით მეოთხე ადგილზე. მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, ოფიციალური საერთაშორისო საიტის Worfdometers. Info/coronavirus,--ის მონაცემებით. ამ საიტზე დაფიქსირებულია მსგავსი ტენდეცია მსოფლიოს მასშტაბით. კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ახალი ბიოტექნოლოგიური ვაქცინით შეიყვანება გენი რევერტაზის სახელით, რომლითაც ხდება გადაპროგრამება ორგანიზმის უჯრედებისა სპაიკ-ცილების სინთეზზე.ამ ცილების მეშვეობით ვირუსის ცილები აღწევენ უჯრედს შიგნით, მაშინ, როდესაც ანტისხეულები ჯერ კიდევ არ გამომუშავებულა ან მათი შემცირებისას ბავშვის ორგანიზმი გახდება ,,გადაშლილი წიგნი“ - ვირუსებისაგან დაინფიცირებისათვის ადვილად შესაღწევი. იმის გამო, რომ ე.წ. ვაქცინები შეიცავენ პოლისორბატ 80-ს. არის ვარაუდი, რომ ჰემატო-ენცეფალური ბარიერი გახდეს შესაღწევად. კვლევებით დადასტურებულია, რომ იწვევენ პრიონიულ დაავადებებს, მათ შეუძლიათ შეღწევა ტვინშიც კი. სპაიკცილების მუდმივი სინთეზი გენეტიკური მასალის ჩანერგვის შედეგად გამოიწვევს იმუნური სისტემის განადგურებას ბავშვებში და ასევე რთული და გაუთვალისწინებელი დაავადებების წარმოქმნას ჩვენ, როგორც ექიმთა წარმომადგენლები, ვაცხადებთ, რომ ბავშვების მასობრივ დაინფიცირებასა და სიკვდილში დამნაშავენი იქნებიან საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი სტრუქტურები, რადგან ვაქცინის მწარმოებელი და მომწოდებელი კომპანიები საკუთარ თავზე არ იღებენ პასუხისმგებლობას, აგრეთვე პასუხისმგებლობას სრულიად არიდებს თავს სახელმწიფო და ამცრელი ექიმიც კი. ექსპერიმენტში იძულებით ჩართული საქრთველოს მოსახლეობა სრულიად დაუცველი და უფლებაშელახულია. ჯერ კიდევ არ არის გვიან, უარი ვთქვათ ამ პირობებში დაავადების თავისებურებებიდან გამომდინარე (სხვადასხვა გართულებანი, ვირუსის ხშირი მუტაციები და ა. შ) ბავშვთა ვაქცინაციაზე ამ დაავადებისათვის, მითუმეტეს დაანონსებულია ბავშვთა ვაქცინაცია 6 თვიდან 15 წლის ჩათვლით. იგივე განაცხადი იქნა ამ დღეებში გაკეთებული ორსულ ქალთა ვაქცინაციაზე. უპირობოდ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სამოქალაქო სექტორში არსებული ამ დარგების მიუკერძოებელი სპეციალისტების სრული ჩართულობით, გამოძიების დასრულებამდე შწყდეს ვაქცინაციის პროცესი მოსახლეობის სწორი და სრულყოფილი ინფორმაციის მიზნით. მასმედიაში, კერძოდ კი საზოგადოებრივ მაუწყებელში მოგვეცეს პირდაპირი ეთერით სარგებლობის საშუალება გამყრელიძესა და მის კლასტერთან ერთად , რათა საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ გაერკვეს არსებულ რეალობაში. დროა, ბოლო მოეღოს და დასრულდეს ე.წ. პანდემია. პეტიციაზე ხელისმომწერნი: