დასრულებული
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
ჩატარდეს ფინალური გამოცდები დისტანციურად
ფაქტია, რომ დისტანციური სწავლება გამოწვევაა ნებისმიერი ჩვენგანისთვის და შეგვექმნა დაბრკოლება ლექციებზე დასწრებისა ინტერნეტზე უწყვეტი კავშირის არ ქონის გამო, აღნიშნული პრობლემა ძირითადად რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების სატკივარია, შესაბამისად სტრესულ გარემოში მიღებული "ზედაპირული ცოდნა" სრულყოფილი არ არის და ვერ შეედრება სააუდიტორიო სივრცეში ჩატარებულ ლექციებს , შესაბამისად მიზანშეწონილი იქნება, თუ კი ისევე დასრულდება სასწავლო პროცესი, როგორც დაიწყო. მითუმეტეს თუ აღიარებთ რომ დისტანციურად შუალედური გამოცდები შეფერხების გარეშე ჩატარდა , ფინალური რატომ ვერ უნდა ჩატარდეს ამავე ფორმატით?გარდა ამისა გასათვალისწინებელი ფაქტია ისიც, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და სამუშაო ადგილების დაკარგვისდა გამო სტუდენტთა უმრავლესობამ ქირის ხელშეკრულება გააუქმა ან სულაც სექტემრამდე გადადო, შესაბამისად ალტერნატივა იმისა, რომ ეს სტუდენტები დედაქალაქში ჩამოვიდნენ და გამოცდები ჩააბარონ, ნულს უტოლდება . ბოლოს კი იმ სტუდენტებს რას გვეტყვით , ვინც აფხაზეითიდან და ცხინვალიდან ვართ და ეგრედწოდებული "საზღვრის" გადაკეტვისდა გამო, თუნდაც ჩატარდეს ფინალური გამოცდები საუნივესრიტეტო სივრცეში, მაინც ვერ შევძლებთ დასწრებას.