საკონტაქტო ინფორმაცია
მხარს ვუჭერთ პატრიარქს! მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს გამოძიების მასალები.

საჭიროა 9581 ხელმოწერა

419
10000
ადრესატი:
  • საქართველოს პროკურატურა
  • საქართველოს მთავრობა

მხარს ვუჭერთ პატრიარქს! მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს გამოძიების მასალები.

www.gvarebi.ge 

2017-02-27 

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ჩვენში საპატრიარქოსა და მისი უწმინდესობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. 
არ დარჩა საქართველოში სოციალური ფენა სადაც მიმდინარე მოვლენების გაშუქება არ იწვევდეს შფოთს. ერთმანეთს ენაცვლება ცილისმწამებლური, ინკოგნიტო წყაროს მითითებით გავრცელებული ინფორმაცია. ბრალმდებლური მოსაზრებები ამა თუ იმ სასულიერო თუ საერო პირზე ყოველგვარი ფაქტების გარეშე ვრცელდება, როგორც უტყუარი გარემოება. 
მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საპატრიარქო მისი უწმინდესობის მთავარი რეზიდენციაა და მისი ფუნქციონირება თუ საკადრო ცვლილებები ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. ამგვარად ყველა მცდელობა, რომ ჩრდილი მიადგეს საპატრიარქოს, ტოლფასია პატრიარქზე რაიმე სახის ზეწოლის მცდელობისა და ზოგადად ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
მეორდება ეკლესიის ისტორიაში არაერთხელ განვითარებული სცენარი, როდესაც სააშკარაოზე გამოდის შინაგანი წინააღმდეგობა, ერთის მხრივ, მასში ქრისტეს სიყვარულით მოღვაწე ადამიანების და მეორეს მხრივ, საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების მსურველთა შეხედულებებისა. 
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პირადად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და საქართველოს ეკლესიას! ვითხოვთ საგამოძიებო ორგანოების ხელთ არსებული ფირების და საქმის მასალების გასაჯაროებას.