საჭიროა 1998 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
აიკრძალოს მათხოვრობა გზაჯვარედინებზე!
ბოლო პერიოდში ქალაქში ძალიან მომრავლდა ისეთი მანკიერება რასაც გზაჯვარედინებზე მათხოვრობა ქვია, ცენტრლურ ქუჩებში სადაც გადატვირთული მოძრაობაა შუქნიშნებთან დგანან მათხოვრები ძირითადად ბოშა ბავშვები ან ქალები ჩვილი ბავშვით ხელში. ისინი მძღოლებისგან ითხოვენ მოწყალებას,ხშირად არის ისეთი მომენტები როდესაც მოძრაობას აბრკოლებენ და ხელის უშლიან ადამიანებს გადაადგილებაში. დგანან შუა ქუჩაში რაც კიდევ უფრო ქმნის იმის საფრთხეს რომ ტრაგედია დატრიალდეს,მით უმეტეს რომ ბავშვების ასაკი 4-5 წელია და მათ სრულებით არ იციან მოძრაობის წესები, აქედან გამომდინარე იქმნება ალბათობა უბედური შემთხვევის. მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტისგან აღკვეთოს ეს მანკიერება, დროულად აილაგმოს იგი რადგან საფრთხე ექმნება პატარა ბავშვების სიცოცხლეს.! გარდა ამისა ამით უხეშად ირღვევა ბავშვთა უფლებების კონვენცია. არავის აქვს უფლება პატარებს აიძულოს იმათხოვროს. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ბავშვობა რათა სრულყოფილ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.