დასრულებული
10103
10000
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- საქართველოს პარლამენტი
- ფინანსთა სამინისტრო
საბაზო ხელფასის მატება
2022 წლის აგვისტოს საინიციატივო ჯგუფი ქეთი ცირეკიძისა და მანანა მიქავას ხელმძღვანელობით შეხვდა თამარ მახარაშვილს. შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა პედაგოგების საბაზო ანაზღაურების მატება. 2023 წლის აპრილში მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე კვლავ დავსვით საბაზო ხელფასის მატების საკითხი. ოქტომბერში დაანონსდა, რომ იანვრიდან ძირეული ცვლილებები განხორციელდებოდა და მასწავლებლების ხელფასი 500 ლარით გაიზრდებოდა. მეორეს მხრივ, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაპირებული მატება არა 2024 წლის იანვარიდან, არამედ 2024-2025 სასწავლო წლიდან იქნება შესაძლებელი!
მასწავლებლები ვითხოვთ დასრულდეს გაურკვევლობა და საბაზო ანაზღაურების მატება აისახოს 2024 წლის იანვრიდან!