საჭიროა 281 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური
მოვითხოვოთ სამართალი
ბოლო 15 დღის განმავლობაში საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ 500- მდე მშვიდობიანი აქტივისტი დააკავა .
გავრცელებული კადრები და დაკავებულთა ისტორიები ადასტურებს რომ ისინი გახდნენ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლნი, პოლიციისა და სპეცრაზმის მხრიდან. ბევრ მათგანს დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მკურნალობა.
სამართალდამცავი უწყებების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აკისრია.თუმცა ამ ეტაპზე არცერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა.წარსული გამოცდილება და სამსახურის მიმდინარე ქმედებები ( უფრო უმოქმედობა) გვაფიქრებინებს რომ ამ უწყებას არც ახლა აქვს პოლიტიკური ნება ჩაატაროს რეალური და შესაბამისი გამოძიება.
შესაბამისად, მოვითხოვთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზედ დაკისრებული ვალდებულება, მყისიერად გამოავლინოს დამნაშავეები და აღასრულოს მართლმსაჯულება!