საკონტაქტო ინფორმაცია
გაუქმდეს  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დადგენილი სახელმწიფო სასერტიფიკაციო  და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის საფასური

საჭიროა 8401 ხელმოწერა

3599
12000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა

გაუქმდეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დადგენილი სახელმწიფო სასერტიფიკაციო და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის საფასური

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ სარეზიდენტო და სასერტიფიკაციო გამოცდების რეგისტრაციის დროს არ იყო კანდიდატებისთვის თვალნათლად და გასაგებად მიწოდებული გამოცდის რეგისტრაციის და შემდგომ გამოცდაზე გასვლის რაიმე დამატებითი მოთხოვნის შესახებ. რეგისტრაციის დასრულებიდან სრულიად მოულოდნელად  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე დაიდო ინფორმაცია, სადაც მითითებული იყო, რომ  დაინტერესებული პირი (ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და/ან სასერტიფიკაციო გამოცდების მაძიებელი) ვალდებულია, გადაიხადოს დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასური წინასწარ, შესაბამისი მომსახურების მიღებისათვის უნაღდო ანგარიშსწორების გზით : 1) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური - 120 ლარი;
2) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის საფასური - 80 ლარი;

 

ვგმობთ და ვითხოვთ გაუქმდეს აღნიშნული გამოცდის საფასური!