საჭიროა 5725 ხელმოწერა
4275
10000
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აიკრძალოს არაანაზღაურებადი სტაჟირება
- ჩვენს გარშემო ყველაფერი იცვლება, მსოფლიო ვითარდება, აჯანსაღებენ შრომის კოდექსს, მსჯელობენ კვირის განმავლობაში სამუშაო საათების შემცირების თაობაზე და ეს სრულიად ნორმალურია.
ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენს ქვეყანაში ძალიან აქტიურად იყენებენ ე.წ "სტაჟირების" მოდელს და შტატგარეშე თანამშრომელს უწევს სრულ სამუშაო განაკვეთზე, 3-6 თვის განმავლობაშიც კი, ანაზღაურების გარეშე მუშაობა!!!
- მოვითხოვთ! დაწესდეს მინიმალური სახელფასო ზღვარი "სტაჟირების" პერიოდში, რომ ერთის მხრივ, დასაქმებულს ყოველდღიური ხარჯის (ტრანსპორტი, საკვები და ა.შ) გადახდა, ხოლო მეორეს მხრივ, თვითგანვითარება, ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება შეეძლოს!
პატივისცემით,
ბექა ეჯიბიშვილი - ახალგაზრდები.