საჭიროა 35887 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
აიკრძალოს თურქული და ინდური სერიალები.
დღესდღეობით უამრავი რესურსი იხარჯება ,რომ განათლების დონემ აიწიოს საზოგადოებაში,საამისოდ უამრავი რეფორმა ხორციელდება განათლების სისტემაში და ამას მივესალმებით და ვიმედოვნებთ,რომ სულ უფრო მეტი ინოვაცია დაინერგება ამ მხრივ.
პირადად მე და საზოგადოების დიდ ნაწილს მიგვაჩნია რომ,დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს ადამიანების მიზანმიმართული დეგრადაცია ტელე სივრცეებიდან თურქული და ინდური სერიალების სახით.მიგვაჩნია რომ,არავითარ სარაგებლო ინფორმაციას ან ცოდნას არ იღებს ადამაინები საპნის ოპერებიდან გარდა ფუჭად დროის ფლანგვისა და უაზრო ოჯახური დრამების ნახვის.სამწუხაროდ არსებობს ადამაინების დიდი ნაწილი ვინც ამას მიჯაჭვულია და ჩვენ ამაზე გული შეგვტკივა,რადგან დრო ყველაზე კარგი რამ არის რაც განგებამ მოგვანიჭა და ისედაც ცოტა დრო გვაქვს ადამაინებს და უმჯობესი იქნება თუ უფრო პროდუქტიულად გამოვიყენებთ.ნაცვლად მსგავი ტელესერიალებისა, რჩევის სახით გეტყვით,რომ გაუშვათ შემეცნებითი გადაცემები,დოკუმენტური ფილმები,კულინარიული გადაცემები ან მსოფლიო კინოშედევრები.
ვიმედოვნებთ, რომ კომპეტენტური პირები განიხილავთ ამ საკითხს და გულთან ახლოს მიიტანთ.
პატივისცემით გიგა მიქაბერიძე.