საკონტაქტო ინფორმაცია
დაკავდით კარგი საქმით, შექმენით უფასო და ყველა ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომი საფეხბურთო ტელეარხი!

დასრულებული

500
500
ადრესატი:
  • სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

დაკავდით კარგი საქმით, შექმენით უფასო და ყველა ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომი საფეხბურთო ტელეარხი!

საქართველოში ფეხბურთის კიდევ უფრო პოპულარიზაციის მიზნით, მოვითხოვთ შეიქმნას საფეხბურთო ტელეარხი, რომელიც გააშუქებს მსოფლიოს წამყვანი ჩემპიონატების (ინგლისის პრემიერ ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, და ა.შ.) და საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს და იქნება უფასო და ხელმისაწვდომი ყველასთვის.

საქართველოში ამ ეტაპზე ფეხბურთის განვითარება დაბალ საფეხურზეა და მსგავსი პროექტი ბავშვებში ფეხბურთის მიმართ ინტერესს ბევრად გაზრდის. ამჟამად არსებული საფეხბურთო მაუწყებლობებიდან ყველა ფასიანია და ყველა ახალგაზრდას არ აქვს ბედნიერება უყუროს. მხოლოდ Silk-ს აქვს ერთადერთი უფასო არხი და ისიც ყველა საკაბელოსთვის არ არის ხელმისაწვდომი. 

არაერთ დიდ თუ პატარა ქვეყანაში მსგავსი უფასო და ხელმისაწვდომი არხების პაკეტები არსებობს, სადაც ფეხბურთი და სხვა სპორტი მაღალ ხარისხში შუქდება. საქართველოში ერთი ასეთი არხი მაინც უნდა არსებობდეს.

ტელეარხზე ქართული და ევროპული, ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთი გაშუქდება. იქნება საინტერესო გადაცემები საინტერესო სტუმრებთან ერთად, პირდაპირი ტრანსლაციები, მიმოხილვები და სხვა მრავალი საინტერესო.

კარგი იქნება თუ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წაიკითხავს და განიხილავს ამ პეტიციას, მიიღებს გადაწყვეტილებას განახორციელოს ან იპოვოს მსურველი ვინც ამ სამომავლოდ კარგი საქმით დაკავდება. საბოლოოდ ექნებათ შესაძლებლობა ფეხბურთზე შეყვარებულ ახალგაზრდებს, უპრობლემოდ უყურონ და უგულშემატკივრონ.