საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი ახალ აკრძალვებს აწესებს

დასრულებული

1000
1000
ადრესატი:
  • თბილისის მერია

თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი ახალ აკრძალვებს აწესებს

გთხოვთ სასწრაფოდ გააუქმოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, ვახტანგ ლომჯარიას 2018 წლის 20 ივნისის ბრძანება  #358, რომლის საფუძველზეც დაწესდა აკრძალვები და შეზღუდვები მუნიციპაური თავშესაფრის მონახულებაზე და ფოტო-ვიდეო გადაღებაზე.

კერძოდ, 

1. ამიერიდან "უცხო პირთა" მიღება მხოლოდ კვირაში 2-ჯერ 15 საათიდან 17 საათამდე იქნება. ამასთან, სააგენტო ღიად და დაუმალავად ჰყოფს საქართველოს მოსახლეობას მათზე, რომლებიც “მხოლოდ ნეგატივის დანახვაში" არიან დაინტერესებულნი" და მათზე, რომლებიც მხოლოდ პოზიტივს ხედავენ და ამისდა მიხედვით იძლევა განკარგულებებს!!!

2. შეზღუდულია ვიზიტის დრო.

3. მუნიციპალურ თავშესაფარში არსებული ხარვეზების ამსახველი კადრების გასაჯაროების შემდეგ, არასრულწოვნები დაიშვებიან მხოლოდ "კანონიერი წარმომადგენლის მეურვის ან მზრუნველის თანმხლებით".

4. ვიზიტორი ვალდებულია დაემორჩილოს თანამშრომლის "კანონიერ მითითებებს".

 საინტერესოა, კონკრეტულად რა შედის "კანონიერ მითითებებში". მე პირადად არ შემიშვეს არსად, გარდა ძველი ვოლიერებისა, მათ შორის, საკარანტინოში და კატებთან. ყველა კარს აკრული აქვს ამოპრინტერებული "უცხო პირთა შესვლა აკრძალულია", მაგრამ არ არსებობს რაიმე წერილობითი ბრძანება, მითითება ან ახსნა-განმარტება.''

ასევე, კვლავ აიკრაძალა ფოტო-ვიდეო გადაღება!!!

დღეს მუნიციპალურის ხელმძღვანელობა თავშესაფრის ციხის რეჟიმზე გადაყვანას ცდილობს!!! ყველა ცვლილება მოკლებულია გონივრულობასა და ობიექტურებას.

მასიურად ირღვევა ცხოველების უფლებები და ამის დასამალად, ჩვენი უფლებების დარღვევაზე გადავიდნენ.

ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა, არასდროს შევეგუებით აღნიშნულ აკრძალვებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დასაცავად!!!