საკონტაქტო ინფორმაცია
ღონისძიებები მოქალაქეთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფასო სისტემაზე გადაყვანის შესახებ

საჭიროა 99998 ხელმოწერა

2
100000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • თბილისის საკრებულო
  • საქართველოს პარლამენტი

ღონისძიებები მოქალაქეთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფასო სისტემაზე გადაყვანის შესახებ

 

 

ღონისძიებები მოქალაქეთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფასო სისტემაზე გადაყვანის შესახებ

 

 

მოცემულობა

 

საქართველოში 2022 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ რაოდენობა 1.563 მლნ ერთეული შეადგინა.

აქედან 1.333 მლნ ერთეული მსუბუქი ავტომობილია, 111.2 ათასი სატვირთო, 64.6 ათასი სპეცდანიშნულების, 54.3 ათასი კი ავტობუსები და მიკროავტობუსები.

 

რეგიონების რეიტინგი ავტომობილების საერთო რაოდენობის მიხედვით:

1. თბილისი - 529.3 ათასი ერთეული;
2. იმერეთი - 209.9 ათასი;
3. ქვემო ქართლი - 161.8 ათასი;
4. კახეთი - 145.4 ათასი;
5. აჭარა - 130.4 ათასი;
6. სამეგრელო-ზემო სვანეთი - 105.2 ათასი;
7. შიდა ქართლი - 94.7 ათასი;
8. სამცხე-ჯავახეთი - 65 ათასი;
9. მცხეთა მთიანეთი - 43.2 ათასი;
10. გურია - 38.6 ათასი;
11. აფხაზეთი - 11.2 ათასი;
12. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.8 ათასი.

ამავე სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2022 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების დიდი ნაწილი - 635.2 ათასი ავტომობილი ბენზინზე მომუშავე ძრავითაა, 300.8 ათასი - დიზელზე, 154.5 ათასი - ბენზინი და აირის; 113.9 ათასი - ჰიბრიდი; 4.1 ათასი - ჰიბრიდი-აირი, ელექტროძრავზე მომუშავე მანქანების რაოდენობა 3.3 ათასია, ხოლო ბუნებრივ აირზე 1.1 ათასი ავტომობილია.

მფლობელის ტიპის მიხედვით რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა გასულ წელს გაზრდილია როგორც ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების შემთხვევაში. ამასთან ფიზიკური პირების რაოდენობა (1.400 მლნ) აღემატება იურიდიულ პირებს (163.2 ათასი).

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფასიანია და სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული ტარიფებია.

 

პროექტი

 

   პროექტი არ შეეხება სამარშუტო ტაქსებსა და მეტროს, საუბარია მხლოდ (სხვადასხვა ტიპის და მოცულობის)  ავტობუსებზე.   /შეღავათის ნაწილში/

 

 პროექტი არ შეეხება იურიდიულ პირების ავტოპარკს, აგრეთვე-სატვირთო, სპეცდანიშნულების, ავტობუსებს და მიკროავტობუსებს.

 მოსაკრებლის გადახდა დაეკისრებათ მხოლოდ კერძო საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილებს.

 

 

ყოველწლიური მოსაკრებლის გამოანგარიშების პრინციპები:

 

  • ბენზინზე და დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომობილთათვის, მოძრავი კერძო საკუთრების ღირებულების 1%;
  • ბენზინი და აირის ძრავზე მომუშავე ავტომობილთათვის საერთო ღირებულების-0,80%;
  • ყველა ტიპის ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე ავტომობილთათვის საერთო ღირებულების-0,50%;
  • ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილთათვის საერთო ღირებულების-0,10%.

 

საბაზრო ფასის დადგენის გენერალურ  პარამეტრებს წარმოადგენს:

 

  • მოდელი:
  • წლოვანება;
  • მდგომარეობა;
  • პირის მიერ მითითებული ფასი;
  • შესყიდვის ჩეკი, თუ იგი განხორციელდა ბოლო სამი წლის განმავლობაში;
  • სრულფასოვან მოქმედ სადაზღვევო პოლისში მითითებული ფასი (მზღვეველის შეფასება) მითითებული ფასი.

 

 მოცემული პროექტი თავისი ბუნებით წარმოადგენს სოციალური სამართლიანობის აქტს, სადაც შედარებით უზრუნველყოფილი პირები ხელს უმართავენ სხვა პირებს.

 პროექტი ეფუძნება საყოველთაო ჰუმანიზმისა და კეთილშობილური პრაგმატიზმის ლოგიკას.

 ზემოხსენებული ინოვაციის დანერგვა ხელს შეუწყობს სატრანსპორტო სექტორის განვითარებას, დიდ ქალაქებში გარკვეულწილად შეამცირებს საცობებს.

 ფასი რომლის გადახდაც მოუწევთ ავტომოყვარულებს საკმაოდ მცირეა და მათ ბიუჯეტზე არსებითად არ აისახება, ხოლო  საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე მგზავრთათვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

 

 

 

2023 წლის 32 მარტი.