საჭიროა 935 ხელმოწერა
ადრესატი:
- აჭარის მთავრობა
- საქართველოს მთავრობა
პეტიცია ბათუმის სპორტსკოლის დასაცავად
ბოლო პერიოდში, საზოგადოების ინტერესის საგნად იქცა, ბათუმის სპორტული სკოლის შემდგომი ბედის საკითხი. ცნობილი გახდა, რომ მიღწეულია შეთანხმება ინვესტორთან, სპორტული სკოლის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელის ადგილზე აშენდეს სასტუმრო კომპლექსის შენობა.
უკვე ტრადიციად იქცა, საინვესტიციო პროექტის სანაცვლოდ, მოხდეს ქალაქის ინტერესების უგულებელყოფა. არსებობს რეალური საშიშროება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბათუმი დარჩეს სპორტული სკოლის გარეშე.
ვინაიდან ბათუმის სპორტული სკოლის ადმინისტრაციული შენობა ბათუმის სპორტული ცხოვრების სახეა
ვინაიდან სახლემწიფო აცხადებს მზაობას, ააშენოს ახალი სპორტული სკოლა;
მიგვაჩნია და მოვითხოვთ:
1. ხელუხლებელი დარჩეს ბათუმის სპორტული სკოლის ადმინისტრაციული შენობა; სანამ, არ აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი, არსებულ ტერიტორიაზე შენარჩუნდეს ძველი ფლიგელები, სადაც მიმდინარეობს ინტენსიური წვრთნები;