საკონტაქტო ინფორმაცია
9 აპრილის ბაღში დავდგათ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლი!

საჭიროა 2957 ხელმოწერა

43
3000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა

9 აპრილის ბაღში დავდგათ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლი!

გთხოვთ აღიმართოს 9 აპრილის ბაღში საქართველოს დამოუკიდებლობის მესაძირკვლეთა,ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლი.მათი ძეგლის აღმათვა არის დაფასება საქართველოს ღირსეული ისტორიული ფურცლებისა,დაფასება ყველა იმ ადამიანის ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და შეეწირა სამშობლოს  მათ გვერდიგვერდ და ბოლოს და ბოლოს ,ეს ძეგლი არის დაფასება თავად ამ ადამიანების ,რომლებიც ჭეშმარიტად იმსახურებენ ამ ძეგლს სწორედ ადგილას სადაც ისინი იკრიბებოდნენ და მართავდნენ საერო აქციებს ეროვნული თავისუფლებისათვის.ეს ორი თავისუფლებისათვის მებრძოლი რაინდი ვით საღვთო ტარიგი შეეწირა სამშობლოს ,მათი ძეგლი ჩვენი ღისების სიმბოლოა,შთამომავლობისთვის პატრიოტიზმისკენ მიმავალი ზნეობრივი ბილიკი.ეს ძეგლი სიმბოლოა უცხოელთა თვალში იმისა, რომ ქართველი ერი სათანადოდ აფასებს თავის გმირთა ღვაწლს და უფრთხილდება მათ სულიერ მემკვიდრეობას,რომ არასდროს  იძლევა ასეთი ერი მტრისაგან, რადგან ერი ცხებულია მათი წმინდა სისხლით. გთხოვთ დაგვიდგეთ მხარში და აღასრულოთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის თხოვნა , რომელიც მუდამ აფასებდა და აფასებს საქართველოს ამ ღირსეულ ადამიანებს!

(ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ძეგლი არ იყოს მოდერნისტული სტილის და გადმოსცემდე მათ რეალურ სახეს მათი მოღვაწეობრივი წარსულიდან, როგორიც ისინი ერს დაამახსოვრდა.არსებულ თხოვნას ვამატებთ ფოტოს თუ როგორ ძეგლს მოვიაზრებთ 9 აპრილის ბაღის თვალსაჩინო ადგილას.

პ.ს.გთხოვთ ნუ ჩაუგდებთ ხელში განსახილველად ამ განცხადებას იმ კრიმინალურ  ჯგუფის წევრებს   ვინც 1992 წელს მიიღო საქართველოს ეროვნული და კანონიერი ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობა,ასევე ბედნიერად გრძნობდა თავს ამ ადამიანების ლიკვიდაციით.ასევე იმ ადამიანებს რომელთაც აშინებს და აღიზიანებთ  ქართველთა ეროვნული იდენტობის დაცვა ქვეყანაში და კონსოლიდირებულნი არიან ქვეყნის დენაციონალიზაციისათვის ,ეროვნული სუვერენიტეტის რღვევისთვის და წარმოადგენენ კოლაბორაციონისტურ პოზიციებს  ქვეყნის მართვის უცხოეთის ორგანიზაციებსა და სპეცსამსახურებზე გადასაცემად.ის რომ ამ ორ ეროვნულ გმირს დღესაც არ აქვთ ძეგლი თბილისში სწორედ ამ ძალების  დამსახურებაა! იმის მიხედვით  გაიზიარებთ თუ არა ჩვენს თხოვნას გვეცოდინება თავად თქვენ რომელ ძალებს ეკუთვნით და ვის ხელშია დღეს საქართველო!