საკონტაქტო ინფორმაცია
დაისაჯოს გორის მერიის მოძალადე ჩინოვნიკი

საჭიროა 8058 ხელმოწერა

1942
10000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პრეზიდენტი

დაისაჯოს გორის მერიის მოძალადე ჩინოვნიკი

გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, თემურ მანველიშვილმა, 2018 წლის 10 ოქტომბერს, გორის მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაციის დასრულებისას, სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო.
საქმე აღიძრა მსუბუქი ხულიგონობის მუხლით. არც საოლქო და არც სამხარეო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შუამდგომლობა საქმის კვალიფიკაციის შეცვლაზე. 
თავად ჩინოვნიკი კი გორის მერიამ არათუ სამსახურიდან გაათავისუფლა, საყვედურიც კი არ გამოუცხადა.
მეტიც, პროკურატურამ მაქარაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა მოითხოვა და შემდეგ ის დაზარალებულადაც არ ცნო. შესაბამისად საქმე მოხვდა თაროზე და დიდი ალბათობით გორელი ჩინოვნიკი ამ საქმიდან დაუსჯელად გამოძვრება!!!
მოვითხოვოთ სამართლიანი გამოძიება!