საკონტაქტო ინფორმაცია
არჩეული და მაღალი თანამდებობის პირების შვილებისთვის სავალდებულო საჯარო სკოლა და ბაგა-ბაღი

საჭიროა 16729 ხელმოწერა

3271
20000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

არჩეული და მაღალი თანამდებობის პირების შვილებისთვის სავალდებულო საჯარო სკოლა და ბაგა-ბაღი

საქართველოს პარლამენტს,

საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში შექმნილი მდგომარეობა აღარ საჭიროებს დამატებით განმარტებებს ამ პეტიციაში. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ცნობილია ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც განათლების შინაარსობრივ ნაწილს გულისხმობს და მეორეს მხრივ იგივე დაწესებულებებში არსებული გაუმართავი ინფრასტრუქტურა / კეთილდღეობის სერვისები. 

სამარცხვინოდ მიგვაჩნია, რომ არჩეული და მაღალი თანამდებობის პირები საკუთარ შვილებს კერძო სკოლებში რიცხავენ, რაც პირდაპირ მიანიშნებს ნებსით თუ უნებლიეთ განადგურებულ საჯარო განათლებასა და სისტემაზე. 

ყველა მთავრობის წარმომადგენლები სხვდასხვა დროს გვაჯერებენ, რომ კარგად მუშაობენ და ქვეყანაში სკოლაც და ბაგა-ბაღიც გამართულია. ეს თუ მართლა ასე, მაშინ რატომ სწავლობენ იგივე პოლიტიკოსების შვილების კერძო სკოლებში? კითხვა რიტორიკულია, რადგან მასზე პასუხი ყველა ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანის თავშია - თქვენ არ გსურთ შვილები იმ სკოლებში ატაროთ, რომელიც არ მოგწონთ საკუთარივე უმოქმედობის ან მიზანმიმართულად დანგრეული სისტემის გამო. 

პეტიციაზე ხელმომწერები მიგვაჩნია, რომ განათლების რეფორმაზე ხელისუფლებასთან საუბარი მხოლოდ მაშინ იქნება ადეკვატური, როცა ხალხი და პოლიტიკური კლასი თანაბარ პირობებში იქნება, როცა თქვენი შვილებიც იგივე სკოლაში იქნებიან ჩარიცხული, რომლიც განვითარებასა და შველასაც ვითხოვთ. 

ამიტომ განათლების რეფორმაზე საუბარს ვიწყებთ მხოლოდ ამის შემდეგ. 

პეტიციის ხელმომწერები ვითხოვთ საქართველოს პარლამენტმა, უფრო კონკრეტულად კი, მმართველმა ძალამ (ქართული ოცნება) , რომელიც უმრავლესობით არის წარმოდგენილი პარლამენტში და არავისთან კონსულტაცია ან პოლიტიკური კომპრომისი არ სჭირდება ამ კანონის მისაღებად სასწრაფოდ უნდა გაუკეთოს ინიცირება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ყველა არჩეული თანამდებობის პირს, მინისტრსა და სხვა მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს დაევალებათ საკუთარი შვილების ჩარიცხვა საჯარო სკოლებსა და მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში. 


დამოუკიდებელი აქტივისტი (მძულს ეს სიტყვა ოღონდ, მაგრამ სხვას ვერ ვპოულობ - საზოგადო მოღვაწე გამოდის, მაგრამ ეგ ხომ ძალიან ხმამაღლა ისმის ქართულ ენაზე და ამიტომ აქტივისტი იყოს)  - სამხატვრო ხელმძღვანელი, შეწუხებული ქვეყნის უბედურებითა და მასზე დადუმებული პოლიტიკური და კულტურული ელიტით. 

ვრცლად