საჭიროა 9399 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
ხელმოწერები ქართული ხორბლის კულტურის დაცვისთვის
ქართული ხორბალი ჩვენი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობაა. დღეს ის გაქრობის პირასაა, გასული საუკუნის 60-70-იანი წლებიდან უძველესი ქართული ჯიშები და ენდემური სახეობები შემოტანილმა უხვმოსავლიანმა ჯიშებმა ჩაანაცვლა. საქართველოში აღარ თესავენ ზანდურს, მახას, დიკას, ძველ-კოლხურ ასლს, აღარც დოლის პურებს აცხობენ სოფლებში, პურ-ცხობის მდიდარი ტრადიციები თონის პურის ამარა დარჩა.
ჩვენს წინაპრებს რბილი (პურის) ხორბალი 8,000 წლის წინ უკვე მოჰყავდათ. ხორბალსა და პურს განსაკუთრებული როლი ჰქონდა ქართველი კაცის ცხოვრებაში, როგორც ყოველდღიურ აუცილებელ საკვებს, სარიტუალო და სამკურნალო საშუალებას. მნიშვნელოვანია ხორბლის ქართული ენდემური სახეობების აღდგენა-გამრავლება მათი ადგილწარმოშობის ქვეყანაში აგრო ბიო მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის.
ჩვენ მხარს ვუჭერთ, ქართული ხორბლის კულტურის წარდგენას, იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლის ნომინაციაზე, გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ელემენტების ნუსხაში.
ჩვენი მიზანია, საქართველომ აიღოს თავის თავზე უძველესი ქართული ხობლის დაცვის ღონისძიებები, ხელი შეუწყოს აღდგენა-გამრავლებას და მდგრად გამოყენებას. საერთაშორისო საზოგადოებამ კი აღიაროს ქართული ხორბლის კულტურა, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.