საჭიროა 9743 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
გრაკლიანი გორისთვის ეროვნული კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლის სტატუსის მინიჭება
გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, სადაც ქვის ხანიდან დაწყებული რომაული პერიოდის ჩათვლით, საზოგადოებრივი ცხოვრების 300 000 წლიანი განვითარება დასტურდება. ძეგლზე 2007-2008 წლიდან მიმდინარეობს ინტენსიური კვლევითი - არქეოლოგიური სამუშაოები. ადგილზე აღმოჩენილ მასალათა შორის ყველაზე დიდი რაოდენობით არის გამოვლენილი კერამიკა, ასევე ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ნივთები. ადგილობრივ მასალებთან ერთად, დადასტურდა ძველი ცივილიზაციების საწარმო ცენტრებში დამზადებული პროდუქციის იშვიათი კოლექცია: ოქროს დისკო - თარიღდება ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით და მისი ერთადერთი ანალოგი ირანში ქალაქ სუზაშია დაცული; საბეჭდავი - თარიღდება ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით, რომლის ანალოგი სამხრეთ მესოპოტამიაში ქალაქ ურუქშია და პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები შენობის მოცულობის შესაბამისად იცვლება და დეკორატიული ელემენტებით არის შემკული. გრაკლიანის მდიდარი კოლექცია არქეოლოგიური სფეროსთვის განსაკუთრებული მონაპოვარია, ხოლო დარგის დაცვისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სახელწიფოს მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, გრაკლინის არქეოლოგიური ძეგლისთვის გადამწვეტად აუცილებელია ძეგლის სტატუსის საკითხი. თხოვნით მივმართავთ საქართველოს მთავრობას, უშალოდ ქვეყნის პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ახლადგამოვლენილ ძეგლს, რომლის მნიშნელობა კარგად არის ცნობილი საფრნაგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში გერმანიასა და ესპანეთში, გრაკლიანის გორას მიანიჭოს ეროვნული ძეგლის სტატუსი, რაც გრაკლიანის დაცვისა და განვითარების მექანიზმებს კიდევ უფრო გაამყარებს და გააძლიერებს. ჩვენ, საქართელოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა არქეოლოგები, სტუდენტები და არქეოლოგიური სფეროს გულშემტაკივრები ვითხოვთ გრაკლიანი დაცვას და გთხოვთ, შემოუერთდეთ, ხელი მოაწერეთ პეტიციას და ერთად განვავითაროთ გრაკლიანის გორა.