საკონტაქტო ინფორმაცია
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველები

დასრულებული

82
78
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველები

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, ბიბლიოთეკას მუშაობა უნდა განეახლებინა 2020 წლის 16 ივნისს, მაგრამ ამ თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია, რასაც ადმინისტრაცია "კონკრეტული უწყებიდან" რეგულაციების მოლოდინით ხსნის.

პოსტპანდემიურ პირობებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა გულისხმობდა ყველა ტიპის საჯარო თუ კერძო დაწესებულების თანმიმდევრულად გახსნას. 16 ივნისის მდგომარეობით, თითქმის ყველა სახის ორგანიზაცია სრული დატვირთვით ფუნქციონირებს, ბიბლიოთეკები კი კვლავაც კარანტინის რეჟიმში რჩებიან ანუ უკვე სამ თვეზე მეტია სრულიად დაკეტილ მდგომარეობაში მკითხველებისთვის. 

მოგეხსენებათ, რომ სასწავლო წლის დასასრულს ვუახლოვდებით და ათასობით სტუდენტს გვიწევს სადიპლომო ნაშრომების დაცვა, გვიახლოვდება ეროვნული გამოცდებიც, თემების დასაწერად და სამუშაოდ კი აუცილებლად გვესაჭიროება ბიბლიოთეკები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა და უახლოეს ხანებში განაახლოთ ბიბლიოთეკების მუშაობა.