საკონტაქტო ინფორმაცია
გაიხსნას ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი თბილისში

საჭიროა 2796 ხელმოწერა

204
3000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი

გაიხსნას ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი თბილისში

სამწუხაროდ, თბილისში არ არსებობს დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, პუბლიცისტის, კრიტიკოსის - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.

ნიკო ნიკოლაძე თბილისში, გალაკტიონის ქუჩა 21-ში ოჯახთან ერთად გასული საუკუნის ოციან წლებში დასახლდა და სიცოცხლის ბოლომდე აქ ცხოვრობდა. ასევე მისი ოჯახის წევრები - მეუღლე ოლღა გურამიშვილი, შვილები - გიორგი, რუსუდანი და თამარი, სიძე - მიხეილ პოლიევკტოვი, შვილიშვილი - ნიკა პოლიევკტოვ-ნიკოლაძეც ამ სახლის მობინადრენი იყვნენ. მათი მოღვაწეობაც იმსახურებს ცალ-ცალკე სახლ-მუზეუმის გახსნას.

ამჟამად, ბინაში ცხოვრობს რძალი - ქალბატონი ზინაიდა პოლიევკტოვა-ნიკოლაძე, რომელიც რუდუნებით ინახავს ოჯახთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს თუ წერილს, ავეჯსა თუ სხვადასხვა ნივთს.

ვფიქრობთ, რომ ქალაქისთვის და მომავალი თაობებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არსებობდეს ამ უნიკალური ადამიანების სახლ-მუზეუმი თბილისში, გალაკტიონის ქუჩა 21-ში.