საკონტაქტო ინფორმაცია
დაუშვას პრეზიდენტმა რეზიდენციაზე დროშა

დასრულებული

100
100
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი

დაუშვას პრეზიდენტმა რეზიდენციაზე დროშა

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. მხოლოდ 2018 წელს 18 ადამიანი უკვე შეეწირა სახელმწიფოს უგნურ ეკონომიკურ პოლიტიკას. 
უმძიმესი სტატისტიკიდან და კიდევ უფრო მძიმე შრომის პირობებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ ჩვენი მშრომელები იმსახურებენ სახელმწიფოსგან მეტ დაფასებას. 
ამიტომ ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, 28 აპრილს იმ ასობით ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც სამუშაო ადგილზე დაიღუპა დაუშვას დროშები საკუთარ რეზიდენციაზე. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას დასაქმებულის სიცოცხლე და თუ ამას ვერ ახერხებს პატივი მაინც სცეს მათ ხსოვნას!