საჭიროა 1350 ხელმოწერა
ადრესატი:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მოთხოვნა ჯანდაცვის მინისტრს
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
მინისტრს, ბატონ/ქალბატონ
მიხეილ სარჯველაძეს
მიმართვა
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები და სამედიცინო საზოგადოება: ექიმები, ექთნები და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები, მოგმართავთ განსაკუთრებული ყურადღების დასათმობად მშვიდობიანი აქციების დროს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მოვითხოვთ:
1. ექიმების თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა
აუცილებელია ექიმებს მიეცეთ შესაძლებლობა, თავისუფლად და შეუფერხებლად მიაწოდონ სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს აქციების ადგილზე, ვინაიდან ადგილზე მყოფი სასწრაფო დახმარების ბრიგადები ვერ უზრუნველყოფენ ადექვატურ დახმარებას, დაზარალებულთა რაოდენობის გამო
2. სპეციალური ექიმთა ჯგუფის შექმნა
გთხოვთ, შეიქმნას ექიმთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც იმოქმედებს როგორც მონიტორინგის, ასევე სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ჯგუფი უნდა აკონტროლებდეს:
• აქციების დროს დაშავებულ პირთა მდგომარეობას.
• იზოლატორებში მოთავსებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
• სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვა.
3. შსს-სთვის საერთაშორისო კონვენციების დაცვის რეკომენდაციების მიწოდება
დოკუმენტაციის გამოთხოვა, აქციების დროს გამოყენებული ნივთიერებები რამდენად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდოთ რეკომენდაციები, რომლებიც დაიცავს აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ეს მოიცავს ისეთი ნივთიერებების გამოყენების აკრძალვას, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, და დარბევისას საერთაშორისო კონვენციების მკაცრ დაცვას.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული მოთხოვნები სწრაფად და ეფექტიანად იქნება განხილული და შესრულებული, რათა დაცული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლება.
ასევე დაცული იყოს ადგილზე მომუშავე მედ-პერსონალოს უსაფრთხოება და ჯანმრთელობა
წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება სრულად სამინისტროს
პატივისცემით,