საკონტაქტო ინფორმაცია
მასწავლებლის სქემა და გამოცდები

საჭიროა 947 ხელმოწერა

53
1000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მასწავლებლის სქემა და გამოცდები

     2016 წლის 11 და 12 იანვარს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩარატებული ისტ-ის მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდები ჩატარდა უამრავი დარღვევით, მასწავლებელებს ისტ ის გამოცდაზე მიაყენეს, როგორც მორალური ასევე ფიზიკური შეურაცყოფა.  გამოცდებზე დაფიქსირდა უამრავი ტექნიკური ხარვეზი, ხარვეზები იყო საგამოცდო საკითხებშიც ვთვლით, რომ მსგავსი ფაქტები არასოდეს არ უნდა განმეორდეს და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლებს საჯაროდ უნდა მოუხადოს ბოდიში.

       სქემაში ჩართული  ყველა პედაგოგის შრომა და მისი გამოცდილება აუცილებლად უნდა აისახებოდეს შესაბამისი კრედიტ-ქულებით, არ შეიძლება 20-30-40 წლის სტაჟის მქონე  პედაგოგიც უბრალო პრაქტიკოსი მასწავლებელი იყოს და 1 წლის სტაჟის მქონეც და ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ გადის საგნობრივ გამოცდებზე. ჩვენი აზრით მათ ყველაზე დიდი გამოცდა აქვთ ჩაბარებული სკოლაში თავიანთი შრომით და მოღვაწეობით;