საჭიროა 492 ხელმოწერა
8
500
ადრესატი:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს რეანომობილი გადაეცეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვა ხალხის მოთხოვნებს ვერ ასახავს. წლებია წალენჯიხაში არ არსებობს ბავშვთა ქირურგიის კაბინეტი; სამშობიარო სახლი; გინეკოლოგიური მომსახურება; რადიოლოგი. ყოველივე ეს მოქალაქეს დაუცველიბის განცდას უქმნის და ხელს უწყობს იძულებით მიგრაციას. ბოლო პერიოდის ფატალურმა შემთხვევებმა ნათლად დაგვანახა, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს წალენჯიხას ჰყავდეს საკუთარი რეანომობილი, რათა მოქალაქემ სამედიცინო სერვისით ზუგდიდში ან ქუთაისში ისარგებლოს; ხშირ შემთხვევაში პაციენტს უწევს სამ საათამდე ლოდინი, რომ წალენჯიხაში რეანომობილი სხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდეს. ვითხოვთ, ხელისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტს რეანომობილი გადასცეს