საჭიროა 243 ხელმოწერა
257
500
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
მოვითხოვთ ჩატარდეს გამოძიება, რატომ იქმნება სასმელ წყალთან დაკავშირებით ერთი და იგივე პრობლემა სისტემატიურად
უკვე ტრადიციად იქცა ერთი პატარა ქალაქის ვალეს სასმელი წყლის გარეშე დატოვება.
ზაფხულში უწყლობას მაღალ ტემპერატურას და შესაბამისად მდინარის დაბალ დონეს აბრალებენ, ზამთარში კი იგივე პრობლემა ამჯერად ყინვის გამო იქმნება, თუმცა არცერთ შემთხვევაში პასუხს არავინ არ აგებს, არც არაფერი კეთდება, რომ იგივე აღარ განმეორდეს, ბოლო ორი წელია ეს პრობლემა ერთსა და იმავე დროს ჩნდება, ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი ამაზე?
გთხოვთ გამოიძიოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზი (არის დაუდევრობა, საქმის არ ცოდნა, არაპროფესიონალიზმი თუ სხვა რამ) და მიიღოთ შესაბამისი ზომები რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს