საკონტაქტო ინფორმაცია
მოხდეს მარიხუანას ლეგალიზაცია

საჭიროა 49921 ხელმოწერა

79
50000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

მოხდეს მარიხუანას ლეგალიზაცია

1) ადამიანებს გვაქვს უფლება მივიღოთ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად და ვაკეთოთ ის რაც გვსურს, თუ ამით არავის ვულახავთ უფლებას რომ მათაც აკეთონ ის რაც სურთ და ამავდროულად თუ არ ვავნებთ არავის. 

2) ადამიანებს უნდა გვქონდეს საშუალება თავად ავირჩიოთ უნდა მოვწიოთ თუ არა მარიხუანა. ინდივიდუალური თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. ჩვენი სხეული არის ჩვენი საკუთრება და გვაქვს აბსოლუტური უფლება ისე გამოვიყენოთ, როგორც საჭიროდ ჩავთვლით.

3) მთავრობა კარგავს დროს და ფლანგავს ჩვენს ფულს მარიხუანას აკრძალვით.

გადასახადის გადამხდელები იძულებულები ვართ ვყაროთ ფული მარიხუანას მომხმარებლების ნარკო ტესტებში, ძვირადღირებულ ტომოგრაფიებში თუ შარდში. თუ მარიხუანა იქნება ლეგალური და იქნება რეგულაციები დაწესებული ადამიანის უფლებების შესაბამისად (როგორც ალკოჰოლის და თამბაქოს შემთხვევაში გვაქვს რეგულაციები - მაგალითად არასრულწლოვნისთვის მიყიდვა ისჯებოდეს კანონით, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში იკრძალებოდეს მარიხუანას მოწევა, ასევე რეგულაციები უნდა დაწესდეს რამდენი ძირის მოყვანა არის დაშვებული და ასე შემდეგ, ანუ განისაზღვროს პირადი მოხმარებისთვის ნებადართული მარიხუანას რაოდენობა).

ასევე, უნდა იყოს დაშვებული სამედიცონო მარიხუანა როგორც წამალი, რა თქმა უნდა ექიმის დანიშნულებით და გაცემული იყოს მხოლოდ ექიმის დადგენილებით სამედიცინო დაწესებულებების მიერ, ისევე როგორც ეს ხდება მთელ რიგ განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში.

4) აკრძალვა არ არის პრობლემის ეფექტური გადაწყვეტა. ეს აჩვენა მსოფლიო პრაქტიკამ, მთელ რიგ ქვეყნებში აკრძალვების პროპორციულად იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა. მაშინ როდესაც, იმ ქვეყნებში სადაც ლეგალურია, მომხმარებელთა რაოდენობა პირველ თვეებში გაორმაგდა, შემდგე თვეებში კი იმაზე ნაკლები გახდა ვიდრე ლეგალიზაციამდე იყო. ზოგ ქვეყნებში 2ჯერ და სამჯერ დაბალი მაჩვენებელიც დაფიქსირდა. ეს აჩვენა მრავალწლიანმა პრაქტიკამ.

5) მარიხუანა, ისევე როგორც თამბაქო და ალკოჰოლი, შეიძლება ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი იყოს კონკრეტული ადამიანებისთვის კონკრეტულ სიტუაციებში, მოხმარების სიხშირის გამო თუ სხვადასხვა ფაქტორების გამო. მაგრამ აკრძალვა გვიჯდება ძვირი, როგორც ფინანსურად ასევე ადამიანური ფაქტორის გამო. ადამიანების სწორი ინფორმირება არის ყველაზე ეფექტური გამოსავალი, როგორც ეს პრაქტიკამ გვაჩვენა.

მარიხუანას გაყიდვების რეგულირება და სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის: თუ რა შედეგები მოჰყვება მარიხუანას მოწევას, თუნდაც ჯანმრთელობის კუთხით, მინიმუმამდე დაიყვანს მარიხუანას მომხმარებელთა რიცხვს.

ისტორიამ გვასწავლა ძალიან კარგი გაკვეთილი: ალკოჰოლის აკრძალვამ არ გაამართლა, (მშრალი კანონის პერიოდი საკმაოდ ახლო ისტორიაში გვქონდა), არც მარიხუანას შემთხვევაში არსებობს ლოგიკური მიზეზი იმისა რომ ვიფიქროთ მარიხუანას აკრძალვა გაამართლებს.