საკონტაქტო ინფორმაცია
მოვითხოვთ ჩუტყვავილას  საწინააღმდეგო ვაქცინაცია   გახდეს  კალენდარული!

საჭიროა 931 ხელმოწერა

69
1000
ადრესატი:
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მოვითხოვთ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია გახდეს კალენდარული!

გთხოვთ ჩუტყვავილას  საწინააღმდეგო  ვაქცინაცია  გახდეს  კალენდარული. როგორც  ცნობილია   ჩუტყვავილა  განსაკუთრებით  საშიშია  ორსულებისთვის  და  წლამდე  ახალშობილებისთვის. გთხოვთ  ვიზრუნოთ  მომავალ თაობაზე და გავიზიაროთ განვითარებული ქვეყნების  გამოცდილება. მაგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო რუტინული ვაქცინაციის დანერგვამ (19-35 თვის ბავშვების ვაქცინის ერთი დოზით აცრა) 90%-ით შეამცირა ჩუტყვავილათი ავადობა, 88%-ით – ჰოსპიტალიზაცია ჩუტყვავილას გამო, 59%-ით – ამბულატორიული ვიზიტები, 93%-ით – სიკვდილიანობა; რასაც მოჰყვა პირდაპირი (სამედიცინო ხარჯები) და არაპირდაპირი ხარჯების (დაავადების გამო გაცდენილი სამუშაო დღეები) შემცირება.
ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა 98%-ით ამცირებს ჩუტყვავილას განვითარების ალბათობას, ხოლო მისი მძიმე მიმდინარეობა ფაქტობრივად ნულამდე დაჰყავს. 
უკვე თითქმის ორი ათეული წელია, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო რუტინული ვაქცინაცია წარმატებით ტარდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: აშშ-ში, ავსტრალიაში, გერმანიაში, იაპონიაში, საბერძნეთში, ლუქსემბურგში, კატარში, საუდის არაბეთში, შვეიცარიაში, ისრაელში, ლატვიაში, ესპანეთში, ურუგვაიში, კანადაში.

(წყარო www.aversi.ge)