საკონტაქტო ინფორმაცია
შეწყდეს სამართლებრივი დევნა ცეხცლსასროლი იარაღის ტარებაზე

საჭიროა 14949 ხელმოწერა

551
15500
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

შეწყდეს სამართლებრივი დევნა ცეხცლსასროლი იარაღის ტარებაზე

1. თავდაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და კრიტიკულ მომენტში მისი დავალდებულება დაელოდოს სახელმწიფოს, ნიშნავს მის გაწირვას და მასზე ძალადობას.

2. ის, რომ მშვიდობიან მოქალაქეს იარაღს არ ანდობ, ეს მისი შეურაცხყოფაა და სახელმწიფო მოხელეებისთვის იარაღის ტარების უფლებით პრივილეგირება, ნიშნავს ადამიანების დაყოფას გონიერ და უგუნურ არსებებად.

3. იარაღის ტარების ლეგალიზება არა თუ გაზრდის, არამედ შეამცირებს კრიმინალს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ ყველა პოტენციურ მოძალადეს ეცოდინება, რომ ყველა მოქალაქე შეიარაღებულია ის ნაკლებად წავა რისკზე ჩაიდინოს ძალადობრივი ქმედება.

4. იარაღის ტარების აკრძალვას აზრი არ აქვს იმ მოტივით, რომ მკვლელობის პრაქტიკული ინსტრუმენტია და გაიზრდება მისი უკანონოდ გამოყენების რისკი, თუ გადახედავთ სტატისტიკას, კრიმინალი რეგისტრირებული (ლეგალური) იარაღით თითქმის არ ხდება, თუ მკვლელი მკვლელობას გადაწყვეტს, ის ლეგალურ იარაღს არ გამოიყენებს, ხოლო მსხვერპლი მეტად დაცული იქნება მოძალადისგან, თუ მას ლეგალური იარაღის მუდმივი ტარების უფლება ექნება.

5. დასრულდება ფიზიკურად ძლიერის მიერ, ფიზიკურად სუსტის ჩაგვრა და ფიზიკური სიძლიერე აღარავისთვის იქნება ძალადობის მაპროვოცირებელი.

6. ომის დროს, უფრო ეფექტურია პარტიზანული წინააღმდეგობა და მოწინააღმდეგე ყოველთვის თავს იკავებს ისეთ ტერიტორიაზე შეჭრისგან, სადაც პარტიზანული თავდასხმის საფრთხე არსებობს.

7. მოქალაქეებს ვეღარასდროს დააშინებს უპასუხისმგებლო ძალოვანი, მხოლოდ იმ უპირატესობით, რომ იარაღი აქვს.

8. და უმთავრესი, ადამიანი არის თავისუფალი არსება და არავის არ აქვს უფლება, უპირატესობა მოიპოვოს მასზე ძალადობის გზით.