საკონტაქტო ინფორმაცია
გადამზადდნენ პედიატრები მოქმედი გაიდლაინი/პროტოკოლით

საჭიროა 7382 ხელმოწერა

2618
10000
ადრესატი:
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

გადამზადდნენ პედიატრები მოქმედი გაიდლაინი/პროტოკოლით

გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის თანახმად, ბავშვს აქვს:

  • სიცოცხლისა და ჯანსაღი განვითარების უფლება.
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება;

საქართველო ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს შეუერთდა და იკისრა ვალდებულება, დაიცვას კონვენციით გათვალისწინებული უფლებები.

 ძალიან ბევრი პედიატრია ,რომელთა უმრავლესობა მოქმედებს მოძველებული მეთოდებით, იქნება ეს ჩვილთა ძუძუთი კვება , მათი განვითარება , მყარი კვების დაწყება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.  ის, რომ მთელი მსოფლიო თანხმდება ძუძუთი კვების უპირატესობასა და აუცილებლობაზე, რატომღაც ქართველ პედიატრთა უმრავლოსობა ამ ოქროს წესებს უგულებელჰყოფს ან უბრალოდ  არ იზიარებს (ბავშვს ძუძუ არ ჰყოფნის და ხომ არ აშიმშილებ ). მათთვის ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელია, რომ  ბავშვის ტირილი   მუდმივად შიმშილთან, ბავშვის ნერვულ სისტემასთან და გაზებთან არ ასოცირდება , მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია , რომ აღნიშნული შესაძლებელია უკავშირდებოდეს ზრდის დღეებს, განშორების შფოთვას და ა.შ. .

სასიცოხლოდ აუცილებელი და უმიშვნელოვანესია მოხდეს მათი ინფორმირება ჩვილთა მყარი კვების დაწყების საკითხებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც უმრავლეს შემთხვევაში დაშვებულია ერთი და იგივე შეცდომა, კერძოდ: ნაადრევად მყარი კვების დაწყება. აღნიშნულის გათვალისწინება აუცილებელია , რათა არ იქნას დაშვებული შეცდომები, რის ფონზეც  შესაძლოა თაობებს შეექმნათ  ჯანმრთელობის სერიოზული და გამოუსწორებელი პრობლემები.