საჭიროა 4251 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Სოლიდარობა იაშვილის კლინიკას
Პეტიცია შემუშავებულია სპინალურ კუნთოვნი ატროფიით დაავადებული პაციენტებისა და მათი მშობლების მიერ.
Აღნიშნული პეტიცია შემუშავდა რათა დროულად იქნეს აღდგენილი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რიგი სამდიცინო სერვისები, პაციენტთა მომსახურეობის უწყვეტობისათვის.
Მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო არის რეგიონში ყველაზე მსხვილი პედიატრიული მიმართულება, რომელშიც გაერთიანებულია ყველა სერვისი და დაკომპლექტებულია მაღალ კვალიფიციური სპციალისტებით. კლინიკის ერთ- ერთი ძლერი მხარეა ყველა სერვისის ერთ სივრცეში არსებობა, რაც დიაგნოზის სწრაფად დასმასა და შემდგომ მის ეფქტიან მკურნალობას განაპირობებს.
Გაზრდილი სამედიცინო მოთხოვნებისა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე მოგმართავთ, რათა დროულად იქნეს აღმოფხვრილი ხარვეზები და სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ემყარება შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპს: სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, პრიორიტეტად აღიაროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლის დაცვა -მკაცრი მონიტორინგითა და ხარვეზების აღმოფხვრით აღნიშნულ კლინიკაში დროულად იქნეს გატარებული .
Ჩვენი, მშობლების მიზანია, ხელი შევუწყოთ კლინიკის სწრაფ და ეფექტიან რეაბილიტირებას. ჩვენის მხრივ, გვესმის რა ხარვეზებისა და შექმნილი სიტუაციის სიმძიმე რიგი სამედიცინო შემთხვევების ფონზე, იმ პირობებში, რომელშიც ქართულ მედიცინას არსებობა უწევს დღესდღეისობით, მაგრამ აქვე დავძენთ იმასაც, რომ დღეს ჩვენი და ჩვენი შვილების გადარჩენასა და ამ დიაგნოზის მართვაში ლომის წვლილი, სწორედ იაშვილის კლინიკისგანაა. Ბატონო ივანესა და მისი გუნდის კეთილი ნების შედეგად ჩვენ არაერთი სამედიცინო მომსახურეობა უანგაროდ დაგვიფინანსდა. არამარტო ჩვენ, არამედ ძალიან ბევრ პაციენტს გაეწია დახმარება ნულოვანი ჩეკების გაცემით. Სამომავლოდ, ასევე მათი გვერდით დგომით ძალიან ბევრი იშვიათი დაავადების მქონე პაციენტისათვის დიაგნოზი განაჩენი არ იქნება .
აᲡე რომ, აღნიშნულ კლინიკაში არსებული ხარვეზების დროული აღმოფხვრა ძალიან ბევრი პაციენტისა და მათი მშობლებისათვის , იქ არსებული კვალიფიციური მედ პერსონალისა და მაღლტქნოლოგიური კვლევების ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
Წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის და ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი სტრუქტურები დროულ რაგირებას მოახდენენ.
Პატივისცემით ,
სპინალურ კუნთოვანი ატროფიის კავშირის დამფუძნებელი
ბელა უბილავა