დასრულებული
1033
1000
ადრესატი:
- თბილისის მერია
ტრანსპორტის ტარიფზე შეღავათით ისარგებლონ კერძო სკოლის მასწავლებლებმაც
ქ. თბილისის მერიისგან დადგენილი შეღავათიანი ტარიფით (20 თეთრი) სარგებლობენ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები. ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე და ასევე ზოგადი განათლების მიზნების თანაბარი კეთილსინდისერებით მსახურების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, სამართლიანი მოთხოვნაა ამ კატეგორიას დაემატოს კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების საშეღავათო ტარიფით სარგებლობის შესაძლებლობა.