საკონტაქტო ინფორმაცია
შეწყდეს მონობა საქართველოში

საჭიროა 9961 ხელმოწერა

39
10000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეწყდეს მონობა საქართველოში

საქართველოში არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიურმა მდგომარეობამ, რეგულაციებისა და კანონის უზენაესობის აღსრულების არქონამ, კერძო სექტორის წახალისებამ თუ დაუსჯელობის სინდრომმა, ფაქტიურად ლეგიტიმური გახადა საქართველოში მონათმფლობელობა.

ქსელურ მარკეტებში და საათობრივ ანაზღაურებაზე მომუშავე პირთა უფლებები პირწმინდად იღრვევა კაბალური ხელშეკრულებებით. დასაქმებულთა დიდი უმეტესობა მონურად მუშაობს იმ საარსებო მინიმუმისთვის, რომელიც საერთოდ ვერ აკმაყოფილებს ერთსულიანი ოჯახის საარსებო კალათასაც კი.

არ არსებობს მკაცრად გაწერილი მენეჯმენტი.
ფუდმარტი, იოლი, სპარი, ორი ნაბიჯი, სუფთა სახლი, ლიბრე, ნიკორა, მაგნიტი, ჯორჯიტა, ზღაპარი, გუდვილი, სმარტი და სხვა კომპანიები ადამიანის უფლებების, პატივისა და ღირსების უხეში დარღვევების ხარჯზე, ქსელური მარკეტების თანამშრომლების ფიზიკურ შრომაზე აკეთებენ ეკონომიას და იზრდიან ფინანსურ მოგებას.

აღნიშნული შემაშფოთებელი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ხელის მომწერნი მოვითხოვთ კანონის უზენაესობას, აღსრულებას და რეგულაციებს. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან, პრემიერ მინისტრისგან და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას!

- შემოწმდეს საქართველოში მოქმედი უკლებლივ ყველა ქსელური თუ სუპერმარკეტის შრომითი ხელშეკრულება.
- აიკრძალოს ყველა კაბალური ხელშეკრულება, რომელიც ცალსახად გათვლილია მხოლოდ დამსაქმებელზე;
- დამსაქმებლის მიერ მკაცრად იქნეს გაწერილი მენეჯმენტი;
- გასამმაგდეს საათობრივი ანაზღაურება, როგორც დღის, ასევე ღამიც ცვლაში დასაქმებულ პირთათვის;
- შრომითი ხელშეკრულებით აიკრძალოს ვადაგასული პროდუქციის ჯამური თანხის დასაქმებულთა ხელფასებიდან ჩამოჭრა, რადგან ის კომპანიები, რომლებსაც არ გააქვთ ვადაგასული პროდუქცია საკმაოდ მაღალ ბონუსებს უხდიან ქსელური თუ სუპერმარკეტების მესაკუთრეებს, ხოლო მესაკუთრეები ფაქტიურად სამმაგ და ოთხმაგ მოგებაზე მუშაობენ;
- აიკრძალოს ცრუ ბრალდებებით, ზეპირსიტყვიერად, დაშინებითა და მონიტორინგის სამსახურის მუქარით თანამშრომელთა მტკიცებულებათა გარეშე სამსახურიდან გათავისუფლება;
- დამსაქმებელს დაევალოს დასაქმებულის მიერ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს გადახდა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
- დამსაქმებელმა თითოეულ თანამშრომელს გაუფორმოს სველი ბეჭდით დამოწმებული შრომითი ხელშეკრულების ორი ასლი, რომელთაგან ერთი დარჩება კომპანიაში, ხოლო მეორე გადაეცემა დასაქმებულს;
- თითოეულ თანამშრომელს შრომით ხელშეკრულებასთან ერთად გაუფორმდეს ჯანმრთელობის დაზღვევა;
- განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ღამის ცვლაში მომუშავე დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას და კომპანიების მიერ სავალდებულო გახდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის წელიწადში ერთხელ კომპანიის ხარჯებით შემოწმება;
- კომპანიებს დაევალოთ დასაქმებულთა უბედურ შემთხვევებზე დაზღვევა;
- სტაჟირებაზე დასაქმებულ პირებს სტაჟირების პირველივე დღეს გაუფორმდეთ შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება, ხოლო ორკვირიანი სტაჟირების თანხად განისაზღვროს 100 ლარი;
- აიკრძალოს არასრულწლოვანთა ღამის ცვლაში მუშაობა, ხოლო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კომპანიას დაეკისროს ჯარიმა;
- აღსრულებაში იქნეს მოყვანილი შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილება. ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო ყოველი გადაცილებული საათზე დასაქმებულს დაერიცხოს ზეგანაკვეთური სახელფასო სარგო, თუნდაც ის მუშაობდეს სპეც ფორმის გარეშე;
- თითოეული ქსელური მარკეტის მენეჯერი და ადმინისტრატორი კომპანიის ხარჯით უზრუნველყოფილ იყოს კორპორატიულ ნომრიანი ტელეფონით, ულიმიტო სასაუბრო დროითა და ინტერნეტით;
- ქსელური თუ სუპერმარკეტების თითოეული თანამშრომელი კომპანიების ხარჯით უზრუნველყოფილი იყოს სამგზავრო ბარათით;
- ქსელური თუ სუპერმარკეტებში დასაქმებულთათვის დაწესდეს საბონუსე სისტემა და პრემიები;
- აიკრძალოს ყველა ისეთი მარკეტის ფუნქციონირება, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის დაცვის სამსახურის თანამშრომლებით;
- კომპანიებს დაევალოთ თანამშრომლებისთვის სპეციალური, კეთილმოწყობილი სასადილო კუთხის გამოყოფა;
- თითოეული ქსელური თუ სუპერმარკეტი უზრუნველყოფილი იყოს პირველადი სამედიცინო დახმარების ინვენტარით;
- თითოეული ობიექტი შემოწმებულ იქნას სახანძრო უსაფრთხოებაზე, გამაფრთხილებელ ნიშნებზე და საევაკუაციო გეგმის არსებობაზე;
- კომპანიების მხრიდან მკაცრად იქნას დაცული და კომპანიის ხარჯით უზრუნველყოფილი დასაქმებულთა სანიტარული ნორმები;
- აიკრძალოს კომპანიემის მიერ მოლარე-კონსულტანტებისთვის თუ წარმოების ხაზის კონსულტანტებისთვის სამუშაო საათებში დაჯდომის აკრძალვა